თბილისის მერი დემნა გვასალიას ჰუდით

14:24 02-09-2019
377

დიზაინერ დემნა გვასალიას მიერ შექმნილ სამოსს არაერთი მოდის მიმდევრის გარდერობში ნახავთ, მათ შორისაა თბილისის მერი კახა კალაძეც.

ამჯერად კალაძემ Instagram-ზე ფოტო გაავრცელა,რომელშიც ცნობილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ღია ყვითელი ფერის Vetements-ის ბრენდის ჰუდშია გამოწყობილი. ჰუდზე ქართულ ენაზე აწერია „ტანსაცმელი“

ასევე Instagram- ზე demnagvasaliadaily-მ ატვირთა ფოტო, სადაც კალაძე მის სამოსშია. ფოტოს ავტორი კი მისი ცოლი, დიზაინერი ანუკი არეშიძეა.