ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად გამოჩნდნენ

13:22 02-09-2019
830

ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ურთიერთობა მსოფლიოში ერთ-ერთი ცხელი თემაა.

შეგახსენებთ, რომ როცა ირინა შეიკი მოსკოვში იმყოფებოდა, ბრედლი ლას-ვეგასში ლეიდი გაგას კონცერტზე სიურპრიზად გამოვიდა  და მასთან ერთად ძალიან თბილად შეასრულა სიმღერა “Shallow” ერთობლივი ფილმიდან A star is Born .საზოგადოება ამ ინციდენტმა აალაპარაკა და ამბობდნენ, რომ ირინა და ბრედლი ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჭორია.

ამჯერად კუპერისა და შეიკის წყვილი ნიუ-იორკის აეროპორტში შეამჩნიეს.

ბრედლი და ირინა ლონდონში BAFTA დაჯილდოებაზე მიემგზავრებიან,რომელიც 10 თებერვალს გაიმართება. წელს კუპერი ორ ნომინაციაშია წარდგენილი, „საუკეთესო მამაკაცის როლი“ და „საუკეთესო რეჟისორი“ ფილმისთვის  A star is Born.