"ჩვენი ფედერაცია ყველაფერს აკეთებს სპორტსმენების კეთილდღეობისთვის" - ჭაბუკა ჭიღლაძე

19:23 02-08-2019
152

უძლიერესი მამაკაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის გარშემო შექმილ ვითარებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ცნობილმა სპორტსმენმა ჭაბუკა ჭიღლაძემ. 24 წლის სპორტსმენი ივან მაკაროვის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ფედერაცია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის და სპორტსმენების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს.

ისეთი ქვეყანა სადაც სპორტის ეს სახეობა არც კი არსებობოდა და ხალხმა არ იცოდა სტრონგმენი საერთოდ რას წარმოადგენდა, ავთო ახვლედინი და ვალერი გულბანი იმ დროიდან მოყოლებული კარდაკარ დადიოდნენ, რომ სპონორები ეპოვათ,  სპორტსნებს შეჯიბრზე გვეარა და წარმატებას მიგვეღწია. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ათოს გადაკარგული სოფლებიდან როგორ ჩამოყავდა ბიჭები, საცხოვრებლს აძლევდა და სავარჯიშო პირობებს უქმნიდა. მახსოვს პოლონეთში ერთ-ერთ შეჯიბრზე რომ მივდოდი ვიზის პრობლემა შემექმნა, დამტებითი თანხები მოითხოვეს და ისე იყო საქმე, რომ 1 ლარსაც მნიშვნელობა ქონდა. მაშინ ავთომ საკუთარი ჯიბიდნ ამოიღო 200 ევრო და საელჩოში ფული გადამიხადა, გზაშიც გამატანა მშიერი რომ არ ვყოფილიყავი. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება ქონდა ფედერაციას ჩემთან და არაერთი ასეთი მომენტი მახსენდება. ჩვენს ფედერაციას არ აქვს დაფინანსება, არ ყავს სპონორები და ერთჯერად დაფინასებაზეა დამოკიდებული, ამის გამო არასოდეს გვქონია ისეთი ფუფუნება, რომ მდიდულ სასტუმროში გვეცხოვრა და გვქონდა რაც რაც გვსურდა. ამის მიუხედავად ესპნეთში ვალერი გულბანმა ყველაფერი გააკეთა, რომ იმ თანხებში ჩავმჯდარიყავით რაც მერიისგან იყო გამოყოფილი, მაგრამ არ გვეყო. ამის გამო საჭმელი რომ გვეჭამა, ვალერიმ თავისი ჯიბიდანაც დახარჯა ფული.

ივან მაკაროვის გარდა „არნოლდ კლასიკის“ ტურნირიდან  მოწვევა ჭაბუკა ჭიღლაძემაც მიიღო და ამერიკაში უკრაინელ სპორტსმენთან ერთად უნდა წასულიყო.

მე გავიარე საკვალიფიკაციო ტურები და 3 შეჯიბრი, მოვხვდი ევროპის ნაკრებში და ამირჩიეს ევროპის ნაკრების კაპიტნად. ამ ყველაფრის შემდეგ შემამჩნია ვალერიმ, გამიწია რეკომენდაცია, რომ მზად ვიყავი ასეთი მასშტაბის შეჯიბრისთვის და მოწვევა გმომიზავნეს. გავიარე ონლაინ რეგისტრაცია რაც 100 დოლარი დაჯდა, ეს ფული ფედერაციამ გადამიხადა. სპორტის ამ სახეობაში გამოსვლა რომ დავიწყე, არანირი პირობები არ იყო, დარბაზიც კი არ გაგვაჩნდა. ბავშვი ვიყავი და ვიცოდი, რომ ამ სპროტით მილიონერი არასდროს გავხდებოდი, მაგრამ სპროტის სახეობამ მომხიბლა და ამიტომ დავკავდი Strongman-ით.

შეგახსენებთ, რომ „პრაიმტაიმს“ ივან მაკაროვის მეუღლე ლიკა მაკაროვა დაუკავშირდა და ფედერაცია ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა. ამის გარდა მაკაროვამ განაცხადა, რომ მის ქმარს ფედერაცია ამერიკაში „არნოლდ კლასიკის“ ტურნირზე გამგზავრებაში ხელს უშლიდა და ამერიკის საელჩოში უარყოფითი დახასიათება შეიტანა.

უძლიერესი მამაკაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციამ მაკაროვების ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და ამ პროცესებს ცილისწამება დაარქვეს. ფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაკაროვების ბრალდებების საპასუხოდ დოკუმენტური მტკიცებულებები გააჩნიათ.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე