"მე არ ვარ გეი" - პედოფილიის ბრალდებით დაკავებული, მაიკლ ჯექსონის სასამართლო პროცესის ვიდეორგოლი, 23 წლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნეს

18:55 02-08-2019
1377

რამდენიმე დღის წინ "სანდენსის"კინოფესტივალზე ნევერლენდში, მაიკლ ჯექსონზე გადაღებული, დოკუმენტური არქივის ვიდეკადრების ფრაგმენტების ჩვენება გაიმართა. ლეგენდარული ვარსკვლავი, პოპ-მუსიკის მეფე მაიკლ ჯექსონი, 1996 წელს პედოფილიის ბრალდებით დააკავეს, რასაც საზოგადოების მხრიდან, უდიდესი სკანდალი მოჰყვა. 

პორტალ "dailymail"-ის ინფორმაციით, ვიდეოკადრი, 1996 წელს ნიუ-იორკში, სასტუმრო "Four Seasons"-ში არის გადაღებული. ვიდეორგოლში ასახულია, ამერიკული გამოცემა "რადარ ონლაინის" მიერ გამოქვეყნებული მასალა - ცნობილია, რომ  2003 წელს სანტა-ბარბარაში, ნევერლენდის ვილაში, პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა, საბავშვო პორნოგრაფიის და ცხოველთა წამების ამსახველი ფირები.  

სკანდალს, მომღერალის შვილი, პერიზ ჯექსონი გამოეხმაურა და სისულელე უწოდა.   

2005 წელს, ჯექსონის წინააღმდეგ შვიდი ბრალდება განიხილეს, სადაც მას, არასრულწლოვანი ბიჭებზე განხორციელებულ, სექსუალურ ძალადობაში ადანაშულებდნენ, თუმცა დამნაშავედ, არც ერთ შემთხვევაში, არ ცნეს.

ვიდეორგოლში, სასამართლო პროცესზე, მაიკლს, არასრულწლოვანების მიმართ, სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი - თუმცა დანაშაული, ვერ დაუმტკიცეს.

1993 წელს, პოპ-მუსიკის მეფის წინააღმდეგ, 13 წლის ჯორდან ჩენდლერის (Jordan Chandler) და ვარსკვლვლავური ფილმის "მარტო სახლში" გმირზე - მაკოლ კალკინის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ბრალდებაზე, საქმე აღიძრა.

1996 წლის სასამართლო პროცესზე, მომღერალი აცხადებს, რომ მის მიმართ, ბრალდებები ხშირად ვრცელდებოდა. მომღერალმა აღიარა, რომ 1985 წელს, მან მიმართა პლასტიკურ ქირურგს, რათა კიდევ უფრო დაეწვრილებინა ცხვირი. ამავდროულად საკმაოდ შესამჩნევი გახდა, რომ მაიკლის კანიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ღია ფერის ხდება. დროთა განმავლობაში, პლასტიკური ქირურგია, ჯექსონისთვის, ნარკოტიკი გახდა.

1987 წელს, მან რინოპლასტიკის შედეგად, კიდევ უფრო დაიწვრილა ცხვირი, აიწია წარბები, გაიფართოვა ყვრიმალები და ბოლომდე გაიღიავა კანი. თავად მომღერალმა განაცხადა, რომ კანის გადანერგვა აუცილებელი იყო, რადგან მას ჰქონდა კანის დაავადება - ვიტილიგო. მაგრამ ეს სიმართლე იყო, თუ უბრალოდ მიზეზი, არავინ იცოდა, რადგან სამედიცინო საიდუმლოს არავინ გაამხელდა. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მაიკლმა, ამ სახის ფრაზა განაცხადა - "მე არ ვარ გეი".

"იესო ქრისტე ამბობდა, რომ ბავშვები უნდა გიყვარდეს და მათ დაემსგავსო - ისეთივე სუფთა სულის, პატიოსანი და უდანაშაულო უნდა იყო, როგორც ბავშვები. იესო, ყოველთვის ბავშვების გარემოცვაში იყო. მთელი ცხოვრება ვცდილობ, იესოს მსგავსად ვიცხოვრო, რადგან მეც, სწორედ ესე აღმზარდეს" - ამბობს მაიკლი. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 
 

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე