სამეფო წყვილის ფოტოსესიის დროს, ფეხმძიმე მეგანის მუცელზე, ბავშვის მკვეთრი მოძრაობა დაფიქსირდა - ვიდეორგოლი

16:02 02-08-2019
8112

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში, ექვსი თვის ფეხმძიმე, სასექსის ჰერცოგინიას ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც მეგანის მუცელზე, ბავშვის მკვეთრი მოძრაობა გამოისახა.

ქ. ბრისტოლში, ადგილობრივი თეატრის რესტავრაციის დასრულების შემდეგ, როცა სამეფო წყვილი, მოსწავლეებთან მასტერ-კლასს გადიოდა, რაც ფოტოსესიით დასრულდა, მომავალმა მემკვიდრემ, მოულოდნელად დედის მუცელში, მკვეტრი მოძრაობა დაიწყო. 

ვიდეორგოლს, თაყვანისმცემლების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"კიდევ იტყვიან, რომ სუროგატი დედა ჰყავს?" - "ამ ბავშვს, ჩვენთან შეხვედრა უნდა! უკვე ნათელია, რატომ უჭირავს ხელით მუცელი ჰერცოგინიას!" - "რა აქტიური ბავშვია!" - "სასექსის ბავშვი, ნამდვილი მებრძოლი იქნება" - "როგორ თბილად დაიხედა მეგანმა, მუცელზე!" - წერენ კომენტარებს სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლი, პატარას დაბადებას, აპრილის ბოლოს ელოდება. რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მეგანი, არ არის ფეხმძიმედ, მას ხელოვნური მუცელი აქვს და პრინცი ჰარის და ჰერცოგინიას, სუროგატი დედა ჰყავს.  

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე