ხანძარი ბრაზილიის საფეხბურთო კლუბში: დაიღუპა 10 სპორტსმენი

15:54 02-08-2019
651

ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბის „ფლამენგოს“ ახალგაზრდულ საწრთვნელ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საერთო საცხოვრებელს წაეკიდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 3 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულები 14-17 წლამდე ასაკის სპორტსმენები არიან.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

საფეხბურთო კლუბი „ფლამენგოს“ საწრთვნელი ბაზა რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს.

აღნიშნულ კლუბში იწრთვნებოდნენ ისეთი წარმატებული ფეხბურთელები და მსოფლიო თასის მფლობელები, როგორებიც რონალდინიო, ბებეტო და რომარიო არიან.