"გეგა გეგეშიძის სინანული მოჩვენებითია" - ზურაბ დათუნაშვილმა პრეზიდიუმის შესახებ ისაუბრა

13:27 02-08-2019
114

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნიშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს. ევროპის ორგზის ჩემპიონი მიიჩნევს, რომ პრეზიდიუმის ეს შემადგენლობა მის სიმართლეს დაკარგავს. დათუნაშვილს ასევე მიაჩნია, რომ გეგა გეგეშიძის სინანული მოჩვენებითია.

„გეგა გეგეშიძის სინანული არის მოჩვენებითი, ამით არაფერი შეიცვლება. მე გავეცნობი პრეზიდიუმის შემადგენლობას და ამის შემდეგ გადავწყვიტავ მივალ თუ არა პრეზიდიუმზე. ჯერჯერობით მის შემადგენლობაში 80% ისეთი ხალხია, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს არ ვენდობი. გეგა გეგეშიძეს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ უნდა, რომ ამ შერიგებით გამაჩუმოს და თავისი საქმე გააგრძელოს.  ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ.“ - აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 11 იანვარს მომხდარ ინციდენტს მომავალ კვირას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი განიხილავს. გეგა გეგეშიძემ ასევე განაცხადა, რომ მომხდარ ინციდენტს ნანობს.