ჯასტინ ბიბერის და ჰეილი ბოლდუინის, პირველი ერთობლივი ფოტოსესია, ჟურნალ "Vogue"-ის

13:24 02-08-2019
985

კანადელი პოპ-R&B მომღერალი, ჯასტინ ბიბერი და ამერიკელი სუპერმოდელი ჰეილი ბოლდუინი, რომლებმაც გასული წლის შემოდგომაზე, საიდუმლოდ იქორწინეს, ოჯახურ ფოტოსესიაზე, პირველად მიიღეს მონაწილეობა. 

ვარსკვლავური წყვილი, ჟურნალ Vogue-ის, მარტის ნომრისთვის პოზირებდა, ფოტო გამოცემის ყდაზე დაიბეჭდება. სელებრითების ფოტოკოლაჟი, რამდენიმე ხნის წინ, ჟურნალის საიტის გვერდზე -vogue.com გამოქვეყნდა.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ჰეილი, ქვებით გაწყობილ ქათქათა თეთრ კაბაში პოზირებს, ხოლო ჯასტინი - ნახევრედშიშველი სხეულით.

პაკო რაბანის, სტელა მაკკარტნისა და დოლჩე & გაბანას სამოსში გამოწყობილ ჯასტინსა და ჰეილის ფოტოების ავტორი, ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, ენი ლებოვიცია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯასტინი და ჰეილი, საქორწინო კონტრაქტის, ოფიციალურად გაფორმებიდან, ოთხი თვის შემდეგ, საქორწინო ცერემონიას გეგმავენ. შეყვარებული წყვილი, ამ მნიშვნელოვან დღეს, 28 თებერვალს აღნიშნავს.  

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე