თბილისის ერთ-ერთ უბანში მანქანის ოთხივე საბურავი მოიპარეს   - ფოტო

13:01 02-08-2019
489


თბილისში, დიდ დიღომში, Pontiac Solstice-ის მარკის ავტომობილის ოთხივე საბურავი მოიპარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიარ-მენეჯერი მაია ბიჭიკაშვილი წერს და ფოტოებს აქვეყნებს. 

"აი დადგა ის ნანატრი ხვალე.... ვიღაცამ ოცნება აუსრულა ჩემი მანქანის საბურავებით.... გაგებით მოვეკიდო? არადა ყველაზე დაცულ უბანში ვცხოვრობ ვითომ..."- წერს  მაია ბიჭიკაშვილი.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კდექსის177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.