გოგა ბითაძემ რუსებს 17 ქულა ჩაუგდო (ვიდეო)

12:41 02-08-2019
32

ევროლიგის 22-ე ტურში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ხიმკის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 8 ქულის სხვაობით, 90-98 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბითაძემ მოედანზე 26:55 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა.

22 ტურის შემდეგ „ბუდუჩნოსტი“ სატურნირო ცხრილში 6 მოგებით ბოლოსწინა მე-15 ადგილს იკავებს.