ჯაბა ბოჯგუას დედა: - "8 თებერვლის დილა იყო მაშინაც - 10 წელია, შენ ხარ გათენება ჩემი"

12:10 02-08-2019
3895

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, 10 წელია უგონო მდგომარეობაში იმყოფება. წლების წინ, ჯაბას, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება დაუდგინეს, მისი მდგომარეობა, ამ დრომდე კრიტიკულია. 

მომღერალ ჯაბა ბიჯგუას დედა, მანანა გვასალია, იმ დღეს იხსენებს, როცა მისი შვილი, კომატოზურ მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს და სოციალურ ქსელში, პოსტს ავრცელებს:

"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც ...10 წლის წლის წინ,,,,. 10 წელია ზუსტად ვიცი,რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა… 10 წელია ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას… 10 წელია მინდა შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო …. 10 წელია შენს გულს ვდარაჯობ .... 10 წელია შენ ხარ გათენება ჩემი... მიყვარხარ დედი..... შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ … შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ"... - წერს მანანა გვასალია.

მათ სჭირდებათ ბევრი რამ, რაც ჯაბასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამიტომ ვდებ მათ ანგარიშს, თქვენს მიერ ჩარიცხული მცირდიც კი შვება იქნება მათვის, ჩვენ ისევ დავეხმარებით საშობაოთ,  მათი ანგარიშია: თიბისი ბანკი“-TBC BANK; საბანკო ანგარიში- GE26TB7447145061600017 მიმღები - მანანა გვასალია (დედა) ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ  დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას 0901 700 039 პირადი ნომერი: +995 599 40 00 13 მანანა გვასალია - ჯაბას დედა.

შეგახსენებთ, რომ ათი წლის წინ, პატიმრობაში მყოფი მომღერალი, გულის მწვავე ტკივილებით, ციხის რესპუბლიურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო  ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯაბას, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება დაუდგინეს, მისი მდგომარეობა, კრიტიკული იყო.  ოჯახმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯაბა, სახლში გადაიყვანა.

იხ. ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე