მილიონერი ბიზნესმენის თოშა ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი, ულამაზესი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

18:40 02-07-2019
7544

გასული წლის 27 სექტემბერს, ბიზნესმენი თორნიკე(თოშა) ქებურია და მოდელი ქეთი ჟღენტი, ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 20 წლის მოდელმა, ქ. თბილისში, “ჩაჩავას სახელობის კლინიკაში” იმშობიარა და ქალიშვილი გააჩინა. გოგონას სახელად, კატერინა დაარქვეს. ქეთის დედა, ლიკა შენგელია, რომელიც ყოფილი მოდელია, ხუთი შვილის და ამჟამად უკვე შვილიშვილის, კატერინას ბებიაა, სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:  “სიყვარულის პიკი” – წერდა ლიკა შენგელია, პირველი შვილიშვილის დაბადების დღეს.

რამდენიმე დღის წინ, მოდელმა ქეთი ჟღენტმა, "ინსტაგრამზე", ხუთი თვის ულამაზესი ქალიშვილის, კატერინას ფოტო გამოაქვეყნა. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მილიონერის, თოშა ქებურიას და 19 წლის მოდელის, ქეთი ჟღენტის ნიშნობა, გასული წლის აგვისტოში შედგა. ბიზნესმენმა ქეთის ხელი, საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა. ქორწილის ცერემონია კი, ქებურიას სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა.   

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე