ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ოზი ოსბორნი, ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ზედა სასუნთქი გზების, მწვწვე ვირუსული ინფექციის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაცია, ლეგენდარული მომღერლის ცოლმა, შერონ ოსბორნმა, რამდენიმე საათის წინ, "Twitter"-ზე გაავრცელა - მუსიკალური ჯგუფის "Black Sabbath"-ის სოლისტს, გრიპი გაურთულდა და კლინიკაში, მისი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
"ექიმების ვარაუდით, ეს საუკეთესო საშუალებაა, მისი დროულად გამოჯანმრთელებისთვის. მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის" - წერს "Twitter"-ზე მუსიკოსის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, მუსიკოსს, "რესპირატორული ინფექციის" დიაგნოზით, კლინიკასი მოათავსეს. მათი ინფორმაციით, დაავადება, შესაძლოა პნევმონიაში გადაზრდილიყო. ავადმყოფობის გამო, ოსბორნს, საკონცერტო ტურის "No More Tours II"-ის ფარგლებში დაგეგმილი, რამდენიმე კონცერტის გადადება მოუხდა.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: