"ფსორიაზი სახეზე?!"- კიმ კადაშიანმა პაპარაცების კრიტიკას, მაკიაჟთან დაკავშირებით, კომენტარით უპასუხა

16:00 02-07-2019
2442

ცნობილი ტელევარსკვლავის, კიმ კარდაშიანის გარეგნობა, მის მთავარ სამუშაო ინსტრუმენტს წარმოადგენს. რეალითი შოუს წამყვანი, ექსპერიმენტების დიდი მოყვარულია. ის, ხშირად მართავს მაკიაჟის გაკეთების მასტერ-კლასებს და სხვადასხვა სახის, კანის მოვლის კოსმეტიკურ საშუალებებს უშვებს. 

პორტალ Daily Mail Celebrity-ის ცნობით, პაპარაცებმა მის ილუსტრირებული ფოტოკოლაჟის საიდუმლოს, ფარდა ახადეს. კიმი ჟურნალისტებმა, ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს.  ვარსკვლავის პრობლემურმა სახის კანმა, რომელიც ცნობილია ხავერდოვანი კანით, მათი ყურადღება მიიქცია.

პაპარაცებმა, სოციალურ ქსელში, მისი ფოტოები გამოაქვეყნეს. კარდაშიანმა, საზოგადოებისმხრიდან კრიტიკას, Twitter-ის საშუალებით უპასუხა.

აღმოჩნდა, რომ კიმს, დედისგან მემკვიდრეობით, კანის ქრონიკული დაავადება -ფსორიაზი აქვს. დაავადების კერა, რომელიც ვარსკვლავს ზურგზე ჰქონდა, სახეზე დაგაუვიდა.  

ფსორიაზი სახეზე - წერს კომენტარს კარდაშიანი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ რეალითი-შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა, რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ 2010 წლიდან, კანის ქრონიკულ დაავადება, ფსორიაზი აწუხებს. ეს დაავადება, გენეტიკურად დედისგან ერგო და მასთან გამკლავება შეუძლებელია.

კიმ კარდაშიანი და კანე უესტი, მეოთხე შვილს ელოდებიან, რომელის სქესი, ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ვარსკვლავის ინფორმაციით, პატარა, მამრობითი სქესისაა. წყვილმა, მესამე ქალიშვილი, ჩიკაგო, სუროგატი დედისგან გააჩინეს.

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე