გურანდა გაბუნიას დღეს დაკრძალავენ

10:15 02-07-2019
164

მსახიობ გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

როგორც პრიამტაიმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, დღეს მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 13:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.

გურანდა გაბუნიას 15:00 საათზე, თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.