ისტორიული მოვლენა! - ქ. ანკარას წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში, ქართულ ენაზე, პირველად აღევლინა წირვა-ლოცვა

17:01 02-06-2019
396

საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოსა და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის დედაქალაქ ანკარას წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში, იღუმენი მიქაელ ბრეგვაძის მიერ, ქართულ ენაზე, პირველად აღევლინა წირვა-ლოცვა. 

სააგენტო diaspora.ge-ს ინფორმაციით, ლიტურგიის დასრულების შემდეგ, იღუმენმა მიქაელმა და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, მრევლს, სიტყვით მიმართეს და ეს, ისტორიული დღე შეაფასეს. 

ელჩმა, ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, კომუნიკაციის მნიშვნელობას.

გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს საელჩო, როგორც ყოველთვის, მზად არის დახმარება გაუწიოს, საქართველოს მოქალაქეებს, მათი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე