ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება

16:53 02-06-2019
25

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღეს.

„კონკურსი ერთი კვირის წინ დასრულდა. გამარჯვებული კომპანია პირველი მარტიდან ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერის გაცემას უზრუნველყოფს: თეთრ ფერზე გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ტაქსის მძღოლებისგან თანხებს არ მოითხოვს. ის უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამას ორი წლის ვადით განათავსებს და ამის სანაცვლოდ, შეღებვის სამუშაოებს შეასრულებს. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღეს“, – განაცხადა ხმალაძემ.