ნიჭიერი მხატვარი ქუთაისიდან, რომლის ნახატებიც, ევროპაში გამოფენაზე გაიტანეს (ვიდეორგოლი)

13:19 02-06-2019
182

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებული, ნათია ბუხრაშვილი, ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსის გაცოცხლებული სურათები, მეორე ასაკობრივ კატეგორიაში, მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 

რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურში გამარჯვების შემდეგ, ქუთაისელი მხატვრის, ნათია ბუხრაშვილის ნახატები, ბარსელონას და იტალიის გამოფენაზე გაიტანეს.  

შეგახსენებთ, რომ ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსი, გაცოცხლებული სურათები“საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, 2019 წლის 31 იანვარს გაიმართა, რომელიცნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან, 100 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. მეორე ასაკობრივ კატეგორიაში, პირველი ადგილი, ქუთაისის №31 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, კობა სინაურიძემ დაიკავა, ხოლო მეორე, ქუთაისის №14 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მარიამ კიკნაძემ და ნათია ბუხრაშვილმა გაინაწილეს.

იხ. ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე