„ოსკარის“ ცერემონიას წელს წამყვანი არ ეყოლება

12:42 02-06-2019
94

პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, „ოსკარის“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიას, წამყვანი არ ეყოლება.

ამის შესახებ განცხადება ABC Entertainment-მა გააკეთა, სატელევიზიო არხმა, რომელიც "ოსკარის" ცერემონიას პირდაპირ ეთერში უშვებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არხმა წამყვანის როლზე ვერავინ შეარჩია.

ეს როლი კომიკოს კევინ ჰარტს უნდა შეესრულებინა, თუმცა მისი კანდიდატურა დეკემბერში მოიხსნა. ამის მიზეზი, სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული ჰომოფობიური განცხადებები გახდა, რაზეც შემდეგ ჰარტმა ბოდიშიც მოიხადა.

ABC-ის განცხადებით, წელს ცერემონიას წამყვანი არ წარუძღვება, შესაბამისად არც ტრადიციული მონოლოგი შესრულდება. სანაცვლოდ, ნომინაციებში გამარჯვებულებს, ჰოლივუდის ვარსკვლავები წარადგენენ.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯუელესში 24 თებერვალს გაიმართება.