რა თანხა უჯდება კახა კალაძეს შვილების სწავლა

15:04 02-05-2019
9402

თბილისის მერის კახა კალაძის განახლებული ქონებრივი დეკლარაცის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, შვილების სწავლის საფასურში დედაქალაქის მერმა, დაახლოებით, 45 ათასი ლარი დახარჯა.

კახა კალაძემ ლევან კალაძის სწავლის საფასურში 7200 დოლარი, კახაბერ კალაძის სწავლის საფასურში - 13519,8 ლარი, ხოლო ვაჩე კალაძის სწავლის საფასურში - 12577,65 ლარი გადაიხადა.

თბილისის მერს, კახა კალაძესა და მისი მეუღლეს, ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ, მათგან ყველაზე პატარა - ნიკოლას კალაძე წყვილა სექტემბერში შეეძინა.

უფროსი შვილი, ლევან კალაძე 9 წლისაა, კახაბერ კალაძე - 6 წლის, ვაჩე კალაძე კი 5 წლისაა.