მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მომსახურება

13:09 02-05-2019
35

მეტროსადგურ „წერეთელის“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მატარებლები დროებით არ გაჩერდება აღნიშნულ სადგურზე. 

თბილისის მერიის ცნობით, ხარვეზის გამოსასწორებლად სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური მგზავრთა მიღებას განაახლებს.