ხობში ბენზინგასამართ სადგურს ორი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები

21:15 02-03-2019
814

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობში. აღმაშენებლის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი პირია დაშავებული, რომლებიც ხობის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელია.

შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია გაზის მილი. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.

როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომობილი ფიგურირებს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მულის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ან, ექსპლუატაციას გულისხმობს.

 

ავტორი: მზეკო ჟვანია