"ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ"-  გიორგი ქობულია

17:27 02-01-2019
222

პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

თუმცა, თუ ვინმეს ამ ფესტივალის ჩატარების სურვილი ექნება, მთავრობა ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

„ანაკლიის ფესტივალზე პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს, მთავრობა ინფრასტრუქტურით, ჯანდაცვის მომსახურებით და ა.შ უზრუნველყოფს ამ ფესტივალს. არ მიგვაჩნია, რომ წელს ეს ფესტივალი ჩვენ უნდა დავაფინანსოთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.