უზარმაზარი პითონი საცხოვრებელი სახლის ეზოში (ვიდეო)

15:05 02-01-2019
1010

ტაილანდის ქალაქ ჩონბურში, ადგილობრივმა ქალმა საკუთარი სახლის ეზოში, უზარმაზარი პითონი აღმოაჩინა. 4 მეტრის სიგრძის ქვეწარმავლის დაჭერა თავდაპირველად მისმა მეუღლემ სცადა. მალე მას მაშველებიც შეუერთდნენ.

ტაილანდელი ქალი, სახელად პრე სუპაპრონი ამბობს: „გველმა ძალიან შემაშინა. უზარმაზარი იყო. ჩემს ეზოში გველი აქამდე არასოდეს მნინახავს, თანაც ასეთი დიდი.“

მაშველებმა პითონი საცხოვრებელი სახლის ეზოდან უსაფრთხოდ გაიყვანეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.