ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

როგორ შევამციროთ გაზაფხულზე მენტალური პრობლემები

ჯანდაცვა 1711712710

როგორ შევამციროთ გაზაფხულზე მენტალური პრობლემები

გაზაფხული და სეზონური ცვლილება , დიდ მოვლენასთან,პიროვნულ ზრდასთან და სოციალურ  კონტაქტებთან ასოცირდება.რიგ შემთხვევებში პიროვნებები ,ცუდად გრძნობენ თავს.გუნებ-განწყობა და ენერგია კლებულობს, მწვავდება შფოთვა  და შესაბამისად  მენტალური და ფიზიკური დაავადება.თუ ადაპტაციური პერიოდი ორ კვირაზე მეტს  გრძელდება და სიმპტომები მდგრადობით გამოირჩევა , ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი დაგეგმეთ.სეზონურ ცვლილებებთან ადაპტაციას ამარტივებს:  ფიზიკური აქტივობა,ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პოტენციური იარაღია,გუნებ- განწყობის ასაწევად,შფოთვის შესამცირებლად.ეს პროცესი ენდორფინებს ააქტიურებს. ბუნებაში ყოფნა მენტალური ჯანმრთელობის  ბენეფიტია. ხშირად ისეირნეთ ბუნებაში . მეტი დრო  დაუთმეთ.დააკვირდით გარემოს,სადაც იმყოფებით. რას გვთავაზობს ის? აქტიურად  დააკვირდით  და შეიმეცნეთ ლოკაცია.ფოკუსირდით გარემოზე, შემდეგ დრო დაუთმეთ  სხეულს, მის შეგრძნებებსა და თქვენს განცდებს. იპოვეთ რუტინა,ეცადეთ ერთი მუდმივი აქტივობა შეარჩიოთ,რაც გსიამოვნებთ მაგ.ლანჩი მეგობრებთან. დაგეგმეთ თავგადადებული  აქტივობა ,საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. სწორი ძილი,ადაპტაციას გაგიმარტივებთ.დაიცავით ცირკადული რიტმი,ცხოვრების წესის შეცვლით.კონკრეტულ დროს დაიძინეთ  და ერთი საათით ადრე ეკრანს, ნუ შეხედავთ. სოციალური კონტაქტი ,მეგობრებთან  ურთიერთობა და აზრების გაზიარება სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.ჩაერთეთ კლუბში,სადაც თქვენი საქმიანობის სელექციას შეძლებთ.საყვარელი საქმით ტკბობა და მეტი ინფორმაციის მოპოვება მის შესახებ, ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებაა. თეონა გომართელიექიმი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგინ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი ტელ: 2 88 09 09

ჩორგო

საზოგადოება 1711712545

“ყველას აინტერესებს - ერთად ვართ თუ არა..." - თაკო ჩორგოლაშვილის და ზურა გორგაძის პასუხი

ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანები, ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი რადიო "ფორტუნას" კითხვებს პასუხობენ:ზურა: „სოციალურ ქსელში ბევრს წერენ, „ეგენი ერთად ხომ არ არიანო“? რას ეტყოდი ამ აუდიტორიას“?თაკო: „სიმართლე გითხრა, არ მიკვირს, ჩვენი გულწრფელი მეგობრობა ამ კითხვებს აჩენს. ჩვენი ქიმია იმდენად იგრძნობა, რომ ეს კითხვებიც ჩნდება. ყოველთვის მეიმედები, მეამაყები და მჯერა შენი. 

ნათურა

ქვიზი 1711712520

შეამოწმეთ, რამდენად კრეატიული ხართ - ფსიქოლოგიური ტესტი

ყველა ადამიანს აქვს ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეები. მნიშვნელოვანია მათი განვითარება, რადგან ასე შეძლებთ ცხოვრებაში წარმოუდგენელი სიმაღლეების მიღწევას.ეს ყველაზე ზუსტი პიროვნების ტიპის ტესტი გეტყვით, ხართ თუ არა შემოქმედებითი ადამიანი, რა არის თქვენი ძლიერი მხარეები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.ნათურა N1თქვენი პიროვნება უფრო მეტად იხრება შემოქმედებისკენ. თავისუფალი სულის ხართ და გიყვართ ახალი იდეების შესწავლა და ექსპერიმენტები. თქვენ გაქვთ თანდაყოლილი უნარი დაინახოთ სამყარო უნიკალური პერსპექტივიდან. თქვენ ხართ გამომგონებელი, ხელოვანი და შემოქმედებითი. არსებობს შანსი, რომ თქვენ ექსცენტრიულად ან უჩვეულოდ ჩაითვალოთ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენი გონება ტალღის სხვა სიგრძეზე მუშაობს. არ ინერვიულოთ, ეს არის ბრწყინვალე ხასიათის თვისება, რომელიც გენიოსებს ხშირად აქვთ!ნათურა N2ლოგიკური მოაზროვნე ხარ. თქვენი გონება ანალიტიკურია და გადაწყვეტილებებს ფაქტებსა და მონაცემებზე აფუძნებთ. რაციონალური, ზუსტი და მეთოდური ხართ. თქვენ გაქვთ ნიჭი იდენტიფიციროთ შაბლონები და დაამყაროთ კავშირები, რომლებიც სხვებს ხშირად ენატრება. თქვენ ყველაფერზე მეტად აფასებთ სიმართლეს და სიზუსტეს. დაიმახსოვრე, შენი ლოგიკური გონება შენი საუკეთესო აქტივია!ნათურა N3თქვენ გაქვთ კრეატიულობისა და ლოგიკის შესანიშნავი კომბინაცია. თქვენ იცით, როდის უნდა გაუშვათ თქვენი ფანტაზია და როდის დაამყაროთ თქვენი იდეები პრაქტიკულობით. გაწონასწორებული, მრავალმხრივი და ადაპტირებადი ხართ. ხანდახან შეიძლება გრძნობდეთ მოწყვეტას თქვენს შემოქმედებით და ლოგიკურ მხარეებს შორის, მაგრამ ეს თქვენი ძალაა. ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს მიუდგეთ პრობლემებს სხვადასხვა კუთხით და იპოვოთ უნიკალური გადაწყვეტილებები.ასევე ნახეთ:როგორ უმკლავდებით სტრესს - საინტერესო შფოთვის ტესტიაირჩიეთ სასურველი სათვალე - ტესტი პიროვნების ხასიათის ამოსაცნობადშეარჩიეთ სასურველი პომადა და გაიგეთ რას ფიქრობენ თქვენზე - ფსიქოლოგიური ტესტი

ღაზა

მსოფლიო 1711711787

ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზაში ალ შიფის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჰამასის“ მებრძოლებთან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. „ცაჰალი“ იუწყება, რომ ბრძოლების შედეგად, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ათობით მებრძოლი.ისრაელის არმია სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ხან-იუნისშიც. ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ სარაკეტო სისტემებს მიაკვლიეს და გაანადგურეს. ქვეითი ჯარების წინსვლის უზრუნველსაყოფად, ისრაელის ავიაცია ღაზის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილებს ინტენსიურად ბომბავს. 

ყუთი

მსოფლიო 1711711560

ქალს ეგონა, რომ ზღარბი გადაარჩინა - ის სულ სხვა რამ აღმოჩნდა

ინგლისში, გულკეთილი ქალის მიერ გადარჩენილი ზღარბი ჩვეულებრივი ქუდის ნაწილი აღმოჩნდა. „გულები გაგვითბა, როცა კეთილმა ადამიანმა იფიქრა, რომ პატარა ზღარბს გადაარჩენდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფუმფულა პომ-პომი, ქუდის ნაწილი! ამ ჯადოსნურმა „ზღარბმა“ მიიღო მთელი სიყვარული და ზრუნვა. დაიმახსოვრეთ, სიკეთეს არ აქვს საზღვრები, თუნდაც ის ხელოვნური ბეწვის მეგობრისკენ იყოს მიმართული“, - წერს საავადმყოფოს გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ქალმა „ზღარბი“ მიიყვანა.CheshireLive-ის ცნობით , ქალმა პომპომი ყუთში ჩადო და თან საკვებიც დაუდო. დილით კი მოხალისეებს მიუტანა.რეზერვმა აღნიშნა, რომ თეორიულად ის სწორად მოიქცა.