ირაკლი ხმალაძე: მამუკა კობახიძე იყო „ყაზტრანსგაზის“ დირექტორად დანიშნული, თუმცა ის დირექტორის უფლებამოსილებას არ ფლობდა

18:13 01-30-2019
91

მამუკა კობახიძე იყო „ყაზტრანსგაზის“ დირექტორად დანიშნული, თუმცა ის დირექტორის უფლებამოსილებას არ ფლობდა... მუშაობის გაგრძელებას „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აპირებს - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

"მამუკა კობახიძემ დაწერა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. ის მუშაობის გაგრძელებას „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აპირებს. აქამდე მამუკა იყო „ყაზტრანსგაზის“ დირექტორად დანიშნული, თუმცა ის დირექტორის უფლებამოსილებას არ ფლობდა, ვინაიდან „ყაზტრანსგაზი“ დღეს იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში და სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს დღემდე.

თუმცა, როგორც ჩანს, სპეციალურ მმართველობასთან დაკავშირებით, „ყაზტრანსგაზში“ განხორციელდება გარკვეული ცვლილებები და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მამუკა კობახიძე დაიწყებს ამ კომპანიის მმართველობას. რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიას, აქ ჩვენ დავნიშნეთ დროებითი დირექტორი გიორგი შარკოვი, რომელიც კომპანიას 3 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს და ამ ვადის გასვლის შემდეგ უკვე თბილისის მერია მიიღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით" - განმარტავს ხმალაძე.

მამუკა კობახიძემ, სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ავტორი: