რომელ ქვეყანაში სწამთ ღმერთის ყველაზე მეტად?- საქართველო მეორე ადგილზეა

15:15 01-28-2019
1519

ვის სწამს ღმერთი ყველაზე მეტად? სტატისტიკას, PEW კვლევით ცენტრზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლების ევროპული სამსახური ავრცელებს.

ცხრილში პროცენტული მაჩვენებლებით წარმოდგენილია იმ ქვეყნების სია, სადაც ღმერთის არსებობის ყველაზე მეტად სწამთ.

პირველ ადგილს, მოსახლეობის 79%-ით სომხეთი იკავებს. სომხეთის ათი მოქალაქიდან 8 დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში.

მეორე ადგილზე საქართველოა. ცხრილში მითითებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 73%-ს სწამს ღმერთის.

მესამე ადგილს ბოსნია და ჰერცოგოვინა იკავებს. მეოთხეზე რუმინეთია, მეხუთეზე კი საბერძნეთი.

ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია და შვეიცარია, ღმერთის არსებობის ყველაზე ნაკლებად სწამთ.

ავტორი: მარიამ გიგანი