დომინიკის რესპუბლიკა, ნამიბია, ბუტანი - რა მსგავსება აერთიანებს საქართველოს ამ ქვეყნებთან

14:00 01-28-2019
62

საქართველოს საშუალო წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (PPP) მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემის მიხედვით 9 745 დოლარს შეადგენს.

ბუნებრივია ჩნდება  ინტერესი, რომელი ქვეყნების მდგომარეობას  უტოლდება საქართველო ამ მონაცემებით.

მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით PPP-ს მიხედვით, რეგიონსა  და სამეზობლოში, საქართველო მცირედით მხოლოდ მეზობელ სომხეთს უსწრებს, სადაც შემოსავალი ერთ მოსახლეზე დაახლოებით 8 787 დოლარია.

მსოფლიოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით საქართველოს მსგავსი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

საშუალო წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2017 წლის მონაცემებით (PPP)

დომინიკის რესპუბლიკა - 9 123 $

ნამიბია - 9517 $

ტუნისი - 10 849 $

იორდანია - 8 337 $

იამაიკა - 8 240 $

ფიჯი - 8 702 $

ბუტანი - 8 536 $

სომხეთი - 8 787 $

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი