ქათმები, რომლებიც კიბოს საწინააღმდეგო წამალს დებენ

12:01 01-28-2019
2822

მკვლევარებმა, გენეტიკური მოდიფიკაციით, შექმნეს ისეთი ქათმები, რომლებიც ართრიტისა და ზოგიერთი კიბოს წამლის შემცველ კვერცხებს დებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერები განამრტავენ, რომ ასეთი მეთოდით მოპოვებული წამალი 100-ჯერ უფრო იაფია, ქარხანაში დამზადებულთან შედარებით.

ედინბურგში მდებარე კომპანია Roslin Technologies მეცნიერი, დოქტორი ლიზა ჰერონი აცხადებს, რომ წამლის შემცველი კვერცხების დადება ქათმებისთვის სრულიად უსაფრთხოა:

„ქათმებს კარგად ვკვებავთ და სათანადო ყურადღებას ვაქცევთ, მათ ყოველდღიურად ამოწმებენ და საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობენ. წამლის შემცველი კვერცხის დადება, მათ ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.“

ამ ეტაპზე, კიბოს წამლის შემცველი კვერცხები მხოლოდ მცირე, სატესტო რაოდენობით იდება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში, უჩვეულო წესით დამზადებულ პრეპარატებს მასობრივ წარმოებაში ჩაუშვებენ.

 

ავტორი: მარიამ გიგანი