5 თვის ლეკვი ისრით მიყენებულ გამჭოლ ჭრილობას გადაურჩა

15:39 01-24-2019
674

5 თვის ლეკვი უმძიმეს ჭრილობას ცოცხალი გადაურჩა. ძაღლს თავში ისარი ჰქონდა მოხვედრილი, რომელმაც თითქმის მთელ სხეულში გაიარა. დაჭრილი ლეკვი, სახელად ლოკა, მისმა პატრონმა, სახლის ვერანდაზე იპოვა.

ინციდენტი სამხრეთ კაროლინაში მოხდა. ლეკვი ვეტერინარებთან დროულად მიიყვანეს. კლინიკაში განმარტეს, რომ  „ლოკა“ ძალიან იღბლიანი ძაღლია, რადგან ისარი სასიცოცხლო ორგანოებს ასცდა. ვეტერინარი ნიკი საიერი, ლეკვის მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. 

ლოკას ისარი სხეულიდან წარმატებით ამოუღეს და ძაღლი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

5 თვის ლეკვის პატრონი ადგილობრივი პოლიციის ოფიცერია, რომელსაც სახლის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები აქვს დამონტაჟებული. ცხოველთა ადგილობრივი კლინიკა ცდილობს დაადგინოს, თუ ვინ გაიმეტა ძაღლი ასეთი ძალადობისთვის.

თავდამსხმელის ვინაობისა თუ ინციდენტის შესახებ დეტალების სანაცვლოდ, 1500 დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული.