საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია - ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული

13:47 01-23-2019
18820
თეგები: ბათუმი

ბათუმში, #31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში პრაიმტაიმთან ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა მამუკა შამულიშვილი განმარტავს, რომ ხსნარი გოგონას არ გადაუყლაპავს. მისივე თქმით, საკითხზე შიდა მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. მოკვლევის შემდეგ გადაწყდება, დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

როგორც პრაიმტაიმს იაშვილის კლინიკაში უთხრეს, პაციენტი ტოქსიკოლოგიის განყოფილებაშია მოთავსებული და ჯერჯერობით, კლინიკაში რჩება.

შემთხვევა ბათუმში, 21 იანვარს მოხდა.