ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გიორგი ებანოიძე

პოლიტიკა 1711635310

მოსამართლე გიორგი ებანოიძე - არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“ სიცრუეში და მისი კომენტარის შეგნებულად დამახინჯებაში ადანაშაულებს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსამართლე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს. „სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“,- წერს ებანოიძე.მოვლენებს ქრონოლოგიურად, რომ გავყვეთ 2024 წლის 15 მარტს, გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მარიამ ბოგვერაძის ავტორობით სტატია „ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა“.სტატიაში ვკითხულობთ, რომ „არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგება საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს“ .ჟურნალისტს ერთ-ერთ ასეთ მოსამართლედ წარმოდგენილი ჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე, რომელზედაც მტკიცებით ფორმაში წერს, რომ ის „საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის მზაობას გამოხატავს“. აქვე იშველიებს ებანოიძის ციტატას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შეფასებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება შემოწმებას, კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“. სწორედ აღნიშნული კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის შესახებ წერს ებანოიძე. მოსამართლე ჟურნალისტისთვის მიწერილ კომენტარში წერს, „შემოწმება კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“. სწორედ ეს უკანასკნელი დაამახინჯა გამოცემამ განზრახ, რადგან „ ვეტინგი“ დარგის სპეციალისტების თუ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკვე არაერთხელ შეფასდა, როგორც არაკონსტიტუციური. განცხადება გაავრცელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, სადაც ვკითხულობთ : ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას“.,,ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს ,,კეთილსინდისიერების’’ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე“.სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანა ყველასთვის ადვილი მისახვედრია რასაც უნდა ემსახურებოდეს. ეს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის განხორციელების პირდაპირი მცდელობაა, რასაც როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ არ დაუშვებენ და სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებულ პერიოდს აღარასდროს დაუბრუნდებიან .ალბათ ყველასთვის ადვილად მისახვედრია რაში აწყობს „გლობალურ ომის პარტიას“ საქართველოში „ვეტინგის“ ამოქმედება ან ვინ უნდა შეამოწმოს საქართველოს სასამართლო სისტემა მაშინ, როდესაც ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსების მიხედვით, ქართული სასამართლო მოწინავე პოზიციებზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, აშშ-ს და ევროპის მოწინავე ქვეყნებს.და თუ მაინც რომელიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება დადგება დღის წესრიგში ამას ქვეყანა თავად მოახერებს. „დღეს საქართველოში ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1711634056

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

იტალიური CalcioNapoli 24 „სქაი სპორტზე“ დაყრდნობით ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ნეაპოლური მედია იტყობინება, კვარაცხელია ტრავმირებულია და სამედიცინოს შემოწმების შედეგად, დაუდგინდა მარცხენა ბარძაყის შემაერთებელი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა. ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა დიდი ალბათობით “ატალანტასთან” შეხვედრას გამოტოვებს.ნაპოლისა და ატალანტას მატჩი 30 მარტს გაიმართება.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1711633680

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2024 წლის აპრილში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

2024 წლის აპრილში ზოდიაქოს ამ სამმა ნიშანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ სირთულეები და პრობლემები თავიდან აირიდოს:ქალწულიროგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის გაზაფხული თქვენს პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში არაერთ სიახლესა და ცვლილებას შემოიტანს. მეტიც, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით შეგიყვარდებათ. თუმცა, ქალწულებს ყველაფრის გადამოწმება უყვართ და როგორც წესი, საკუთარი მკაცრი რუტინა და განრიგი აქვთ. ამავდროულად, უჭირთ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა. ამიტომაც, ახალ ურთიერთობაშიც შესაძლოა, თქვენი გრძნობები სათანადოდ ვერ გამოხატოთ და მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგოთ. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. დაუთმეთ დრო სიყვარულს და აივსეთ დადებითი ემოციებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ცუდად იგრძნობთ და დანაშაულის განცდაც შეგაწუხებთ.სასწორი2024 წლის აპრილში შესაძლოა, სევდა და უიმედობა იგრძნოთ და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, მოსაწყენად და მოძველებულად მოგეჩვენოთ. დაკარგოთ მოტივაცია და შფოთვამ შეგაწუხოთ. ეს ნიშანია, რომ თქვენი ცხოვრების სტილი უნდა შეცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრებას ნაცრისფერ ფერებში დაინახავთ და მიზნების მიღწევა გაგიჭირდებათ. თუ სამსახურსა და ვალდებულებებს დიდ დროს უთმობთ, გაიხსენეთ, რომ თქვენს თავსაც სჭირდება ზრუნვა. წადით გასართობად, განიტვირთეთ, მიირთვით საყვარელი კერძი, უყურეთ საყვარელ გადაცემას. ასევე, დაფიქრდით, სხვადასხვა სფეროში ცვლილებების დრო ხომ არ მოვიდა? ასე მოტივაციას კვლავ იპოვით და მიზნების მიღწევასაც შეძლებთ... ვრცლად..

მოსამართლე - გიორგი ებანოიძე

სამართალი 1711633421

არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია - მოსამართლე გიორგი ებანოიძე

„არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ.  ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც“-ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე სოციალურ ქსელში წერს.მოსამართლე ებანოიძე „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სტატიას გამოეხმაურა, სადაც მოსამართლეები აფასებენ ევრორეკომენდაციას, რომელიც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს გულისხმობს.გიორგი ებანოიძე აღნიშნავს, რომ მისი კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რის გამოც კიდევ ერთხელ  განმარტავს, მას არასდროს უთქვამს, რომ ე.წ. ვეტინგის მომხრე ყოფილიყოს. მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მისთვის,  როგორც მოსამართლისთვის, მიუღებელია.„სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“-წერს მოსამართლე გიორგი ებანოიძე.

პროკურატურა

სამართალი 1711633156

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს მოგების მიღების მიზნით ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.მათ შორის, ბრალდებულები ავსტრალიის მოქალაქის  კუთვნილ  340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ, კერძოდ დაზარალებულმა კრისტოფერ ფლამინმა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მითითებით მათ ჩაურიცხა 33 600 ავსტრალიური დოლარი, 37 959 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ბიტკოინი და 96 179 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ეთერეუმი.დაკავებულებს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა დაზარალებულების იდენტიფიცირებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სრული მოცულობის  დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.