ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჯორჯიან ეარვეისი

საზოგადოება 1711703741

 „ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

 „ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებსავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას!„ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ  პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში -  21 ივნისს  (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში  25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის  მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 აპრილიდან ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს! 

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვა 1711703618

მიხეილ სარჯველაძემ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე განთავსდება ბავშვთა ინფექციური განყოფილებაც, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.ასევე, ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებებიც მოეწყობა. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იმყოფებოდნენ.

კად

სპორტი 1711703520

ისტორიული კადრი, რომელიც ქართველმა გულშემატკივარმა სხეულზე გადაიტანა

ისტორიული კადრი, რომელიც ქართველმაგულშემატკივარმა სხეულზე გადაიტანა. ფოტოს სოციალურ ქსელში, Geo Team ავრცელებს. "ტატუ, რომელიც მუდამ შეახსენებს მას, გიორგი მამარდაშვილმა რა ქნა, 2024 წლის 26 მარტს". 

პიტერ ტობინი

კრიმინალი 1711703470

„ხის ნატეხი 16-ჯერ ჰქონდა ჩარტყმული...“ - სამუდამო პატიმრობამისჯილი სერიული მკვლელი, რომელიც ცხედრებს ეკლესიაში მალავდა

პიტერ ტობინს სერიული მკვლელის ნიღაბი მხოლოდ მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც მისი ბოლო მსხვერპლი გლაზგოში ეკლესიის იატაკის ქვეშ დამალული აღმოაჩინეს.ის საავადმყოფოში დააპატიმრეს , სადაც „მოჩვენებითი ავადმყოფობის“ გამო იწვა.პიტერის სახელს არაერთი მკვლელობა უკავშირდება. ერთ-ერთი ანჟელიკა კლუკის მძიმე საქმეა.გოგონა დამლაგებლად გლაზგოში, წმინდა პატრიკის ეკლესიაში მუშაობდა. ის 2006 წლის 24 სექტემბერს გაუჩინარდა. თავდაპირველად, ეჭვი სამ კაცზე ჰქონდათ, მათ შორის, ეკლესიის ხელოსანზე.იმ დროს, როცა ანჟელიკა გაუჩინარდა, ის სწორედ ეკლესიის ხელოსანს ეხმარებოდა ფარდულის მოხატვაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეკლესიის ხელოსანი, რომელსაც პეტ მაკლაფლინის სახელით იცნობდნენ, იყო სწორედ სექსუალური მოძალადე პიტერ ტობინი.ეკლესიის ჩხრეკისას, პოლიციამ აღმოაჩინა იატაკქვეშ სარდაფი, რომელშიც ანჟელიკას სხეული იყო დამალული. მოგვიანებით, დადგინდა, რომ ანჟელიკა დაბმული იყო, ის პიტერმა გააუპატიურა, შემდეგ კი ხის ნატეხით სცემა. მას ნატეხი მკერდში 16-ჯერ ჰქონდა ჩარტყმული.ანჟელიკა პიტერი პირველი მსხვერპლი იყო, რომელიც აღმოაჩინეს. თუმცა ოფიცერი ვარაუდობდა, რომ მამაკაცს სხვა ქალებიც ჰყავდა მოკლული. დეტექტივს, ასევე, ჰქონდა მოსაზრება, რომ პასუხისმგებელი პირი, შესაძლოა, ცხედრის გადატანას და დაკრძალვას აპირებდა. ანჟელიკას მკვლელობის შემდეგ, ტობინი გადავიდა ლონდონში, სადაც მან გამოიყენა სხვა ცრუ სახელი კვალის დასაფარად.შემთხვევის ადგილზე, აღმოჩენილი დნმ-ით მონაცემთა ბაზაში პიტერ ტობინი იპოვეს, რომელიც 1994 წელს გაასამართლეს ორი 14 წლის გოგონას გაუპატიურებაში. ამ ამბიდან, 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ის დაბრუნდა რენფრევშირში, სადაც დაიბადა და გაიზარდა.ტობინის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, სტრატკლაიდის პოლიციამ ფარულად დაიწყო ოპერაცია „ანაგრამა". ოპერატიული გუნდის ამოცანა იყო პიტერ ბრიტონ ტობინის ცხოვრების ქრონიკის შესწავლა, რის შემდეგაც აღმოაჩინეს, რომ მას კიდევ ორი გოგო ჰყავდა მოკლული. განაგრძეთ კითხვა...ასევე წაიკითხეთ:„როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ვთქვი, არ დავნებდები-მეთქი... ამ დიაგნოზის დასამარცხებლად, ძალა შიგნიდან უნდა მოძებნო“ - დარეჯან ხაჩიძე„მოულოდნელი ხარჯები დაბალანსდება მნიშვნელოვანი ფულადი ჯილდოებით“ - ვისთვის როგორი იქნება მარტის თვე„ჩემი ფანი იყო, „პრაიმ ჰაუსში“ მიყურებდა“ - ვინ არის ქალი, რომელმაც სვეტა ბაგდასაროვას საცხოვრებელი დაუთმო

საბერძნეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა ვერ გამოუცხადა

მსოფლიო 1711703324

საბერძნეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა ვერ გამოუცხადა

საბერძნეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების მცდელობა ჩავარდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მთავრობის გადაყენებას 141-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 159 იყო.ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მას შემდეგ წამოიწყეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სარკინიგზო კატასტროფის შესახებ, რომელსაც 57 ადამიანი ემსხვერპლა. კერძოდ, ერთი წლის წინ ათენიდან თესალონიკის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ქალაქ ლარისას მახლობლად სატვირთო მატარებელს შეეჯახა.სარკინიგზო კატასტროფას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა პიკზეც 65 000 ადამიანი პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის გადადგომას ითხოვდა.პარლამენტში ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე დეპუტატებს მიცოტაკისმა მიმართა და ოპოზიციის მცდელობებს „მიუღებელი“ უწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიცია სარკინიგზო კატასტროფის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობდა.„ოპოზიცია ცდილობდა, გლოვა პარტიულ დროშად ექციათ“, - განაცხადა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა.