ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ციფრი

ტაბლოიდი 1714075417

დასახელდა მაისის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები

ზოდიაქოს სამი ნიშანი სამუდამო სიყვარულს იპოვის -  2024 წელს შემდეგ ნიშნებს გაუმართლებთ:ვერძი; კირჩხიბი; მორიელი.აქვე, დასახელდა მაისის თვის  ყველაზე იღბლიანი დღეები სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, ესენია: 3, 9 და 31 მაისი.

გლოვა

საზოგადოება 1714074753

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებით იზიარებს ქ. გალის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებლის ქალბატონ ნანა ქულავას, მისი მეუღლის ჯემალ ქანთარიას, და- ძმის თემურ და ვიკა ქანთარიების, ნათესავების, ახლობლების, კლასელების, მეგობრების, კოლეგების, თანაქალაქელების უდიდეს მწუხარებას თენგიზ ქანთარიას დაღუპვის გამო. დასანანია, ასეთი კარგი, წარმატებული, ჭკვიანი, პერსპექტიული ახალგაზრდა რომ დაკარგა ჩვენმა ქალაქმა,რაიონმა, მთელმა საქართველომ…ნათელში განისვენე თენგიზ...” - წერს ნონა შონია.თენგიზ ქანთარია იყო აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი, ქიმიის დოქტორი.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714074510

შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ

 საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს იგი “ღალატობს” დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი. იგი ასევე კარგად აჩვენებს, რა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ საქართველოს, მისი კონტექსტის, საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ. აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს იგი “ღალატობს” დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. მსგავსადვე, იგი უსაფუძვლოდ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებისკენ. რეპუტაციასთან თამაშის ნაცვლად, ევროპარლამენტარ კოლეგებსა და საქართველოს ოპოზიციას ვურჩევდი ფაქტებით საუბარს. ასევე, ვისურვებდი, მათ ეს ენერგია დაეხარჯათ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებაში ევროკავშირის დარწმუნებაში,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

puli

საზოგადოება 1714074406

20-ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს - ვის შეეხება ცვლილება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.წყარო

წყალი

დედაქალაქი 1714073424

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურშიწყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 20:00-დან 26/04 08:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:ხეხილ-სანერგე მეურნეობას (ივერთუბანს) სრულად, მახათას აღმართს და რეხის ქუჩებს, ხუდადოვის ქ. N173 N1,2,3,4,5,6 კორპუსებს, მახათას სამხედრო ნაწილს.მთაწმინდის რაიონში, გალის ქ. N 14 თან,  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 19:00-დან 26/04 02:00-მდე. წყალმომარაგება შუწყდება: რჩეულიშვილი, ჯაფარიძე, ნინო ჟვანიას ქუჩებს (სრულად).ვაკის რაიონი, სიმონ ჩიქოვანის ქ. N 102 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 17:00-დან 26/04 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: სიმონ ჩქოვანის N83-N97 (კენტები) , N86, N88, N90, შავერზაშვილის ქუჩას.სამგორის რაიონი, პოლიციის ქ. N 10 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 16:30-დან 26/04 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გრ. ლორთქიფანიძის, ნავთლუღის 2 დასახლების,1-ლი, მე-2, მე-3, მე-4  ქუჩებს ელენე მეტრეველის, რაზიკაშვილის, ნინო თოიძის ქუჩებს.კრწანისის რაიონი, გრიგოლ ხანძთელის ქ. N 15 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 16:30-დან 26/04 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხანძთელის N15-N25 (კენტები) N30-N36 (ლუწები)  ხანძთელის 2 ჩიხს და  აბოვიანის ქუჩის N7,N9.სამგორის რაიონი, ვარკეთილის მას. 3, 9 კვ. N 3ა ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 16:00-დან 26/04 04:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის მას. 9 კვ. N3,N8,N9.დიდუბის რაიონი, წყალი შეგიწყდათ ავარიულად სოხუმის ქ. N 7 თან ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 04/26 01:00-საათზე.  წყალმომარაგება შეუწყდება: სოხუმის N7 სოხუმის N8, ზუგდიდის N12.გლდანის რაიონი, მუხიანი 2, საზანოს და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 13:00-დან 26/04 01:00-მდე წყალმომრაგება შეუწყდება: 26 მაისის, ვარდისუბნის ქუჩა - N2-N82 (ლუწები),1-79 (კენტები), ვარდისუბნის ქუჩის ჩიხებს და შესახვევებს (სრულად). გამარჯვება, ხვანჭკარა, გურიის აღმართი, საზანოს ქუჩა.ნაძალადევის რაიონი, მიქატაძის ქ. N 10 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:30-დან 23:30-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: მიქატაძე და ჩხიკვაძის ქუჩას (სრულად).ისნის რაიონი, ყვარელის ქ. N 90ბ ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:30-დან 23:30-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ყვარლის N84 -N110 (ლუწები). , N101 – N109 (კენტები).აღნიშნულ გამორთვას დაემატა: მეტრომშენის დასახლებაში:ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძის), მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 17 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის,ონიანი, გეზათი ქუჩებს და საბარგოს დასახლებას.ნაძალადევის რაიონი, თმოგვის ქ. N 7 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:00-დან 21:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:თმოგვის ქუჩას (სრულად).აღნიშნულ გამორთვას დაემატა: კნოლევი, დაისი, ქსოვრელი, ღრმაღელის ქუჩებიწყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 04/26 05:00-საათამდე. ვაკის რაიონი, ოთარ თაქთაქიშვილის ქ. N 5 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:20-დან 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:თაქთაქიშვილის N1,N3,N5, ჭავჭავაძის N54, ფალიაშვილი N43, N45, N47.ისნის რაიონში, დღეს, 25/04 დავითაიას ქუჩაზე ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 25/04 11:00-დან 26/04 03:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაზისუბნის IIIმ/რ-ის I, II კვარტალს, ვაზისუბნის IV მ/რ-ის I კვარტალს, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას გასასვლელებით, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირს.სამგორის რაიონში, დღეს, 25/04 ვარკეთილის III მ/რ N319-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 25/04 10:00-დან 26/04 02:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ-ის N305ა - N317 (კენტებს) N306 - N318 (ლუწებს), N 319 ა, ბ, ვ, ი, კ; და სუხიშვილის ქ. N12; N35; N30; N45.