ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სიცხე

მსოფლიო 1714038540

მეცნიერები ამბობენ, რომ ევროპაში მავნე სიცხის ტალღა ძლიერდება

ევროპაში სულ უფრო და უფრო მეტად ცხება. ბოლო დროს ისეთი სიცხეა, რომელსაც ადამიანი ვერ უმკლავდება. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა კოპერნიკმა და მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადეს.კლიმატის ანგარიშში მეცნიერებმა აღნიშნეს გასული წლის ექსტრემალური პირობები. საუბარია ივლისის სიცხეზეც. იმ დროს, სამხრეთ ევროპის 41% იმყოფებოდა ექსტრემალურ სიცხეში - რეკორდულად ევროპის უდიდესი ტერიტორია იყო ასეთ პირობებში.გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემალური სიცხე ჯანმრთელობის განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ გარეთ. ის ასევე საზიანოა ადრე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა გულის დაავადება და დიაბეტი.მაგალითად, გასული წლის ივლისში, იტალიის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა 7%-ით მეტი სიკვდილი, ვიდრე ჩვეულებრივ. საერთო ჯამში, მეცნიერთა თქმით, ევროპაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.გასული წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო რეკორდების დაწყების დღიდან. ევროპა კი ის კონტინენტია, სადაც ტემპერატურა ყველაზე სწრაფად იზრდება.სიცხემ ასევე შეუწყო ხელი წყალდიდობას. ეს იმიტომ ხდება, რომ თბილ ატმოსფეროს შეუძლია მეტი ტენიანობის შენარჩუნება, რაც იწვევს უხვ ნალექს. ამრიგად, გასულ წელს სლოვენიაში წყალდიდობის შედეგად 1,5 მილიონი ადამიანი დაზარალდა.საბერძნეთმა განიცადა ევროკავშირის უდიდესი ტყის ხანძარი და ალპურმა მყინვარებმა დარჩენილი მოცულობის 10% დაკარგეს 2022 და 2023 წლებში.

ყიფშიძე

საზოგადოება 1714037604

„ასეთი ამაყი ჯერ არ ვყოფილვარ...“ - გიორგი ყიფშიძის ემოციური მიმართვა

მსახიობი, გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, წარწერით:„აი ესენი არიან საქართველოს სიამაყეები. ცრემლის გარეშე ვერ ვუსმენ. ეს გადაცემა ჩვენი სავიზიტო ბარათია. რა თაობა მოდის. ასეთი ამაყი ჯერ არ ვყოფილვარ...“-წერს გიორგი ყიფშიძე.ნახეთ, ვიდეო:

დიეტა

მეცნიერება 1714037580

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ხელს უშლის ჰიპერტონიას – ახალი კვლევა

ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ზოგიერთ დიეტას ჰიპერტონიის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.მკვლევრებმა საბერძნეთიდან ახლახან გამოაქვეყნეს კვლევა. მეცნიერები იკვლევდნენ ადამიანებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას 20 წლის განმავლობაში იცავდნენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰიპერტონიის განვითარების უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ იცავდა ამ დიეტას.ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, თხილს, თესლს, მთლიან მარცვლეულს, პარკოსნებს, ჯანსაღ ზეთებს და ზომიერი რაოდენობით თევზსა და ზღვის პროდუქტებს. იმის მიუხედავად, რომ დიეტამ უნდა გამოიწვიოს ჰიპერტონიის შემცირება, ამ საკითხზე გრძელვადიანი კვლევა დღემდე არ იყო ჩატარებული. კვლევა 2002 წელს დაიწყო და 2022 წლამდე გაგრძელდა. კვლევა საბერძნეთში მცხოვრებ 3042 ადამიანს შორის ჩატარდა. კვლევის დასაწყისში მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 41 წელი, მამაკაცები შეადგენდნენ ჯგუფის 44 %–ს, ხოლო ქალები 56 %–ს. კვლევის ერთ–ერთი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეებს არ უნდა ჰქონოდათ ჰიპერტონია კვლევის დასაწყისში.მონაწილეებს მოუწოდეს დაეცვათ ხმელთაშუა ზღვის დიეტა და ქულების მინიჭება მოცემული საკვები პროდუქტების მიღებაზე: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, კარტოფილი, პარკოსნები, თევზი, ზეითუნის ზეთი. მონაწილეები კარგავდნენ ქულებს, როცა მიირთმევდნენ პროდუქტებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტაში არ შედიოდა, მათ შორის ცხიმიანი რძის პროდუქტები, ფრინველის და წითელი ხორცი.20 წლის განმავლობაში მკვლევრები აკვირდებოდნენ მონაწილეებს მათი დიეტის შესაფასებლად, ჰიპერტონიის, მაღალი ქოლესტერინის, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შესასწავლად.მკვლევრებმა ბოლო ეტაპზე გააანალიზეს 1415 მონაწილის მონაცემები. აღმოაჩინეს, რომ მონაწილეებს, რომლებიც ზუსტად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰიპერტონიის განვითარების ყველაზე დაბალი რისკი ჰქონდათ.კვლევის მონაწილეებს, რომლებიც ცუდად იცავდნენ დიეტას, კვლევის ბოლოს ჰიპერტონიის მაჩვენებელი ჰქონდათ 35, 5%. საშუალო ჯგუფს ჰქონდა ჰიპერტონიის მაჩვენებელი 22, 5%. შედარებისთვის, ჯგუფში, რომელიც ყველაზე უკეთ იცავდა დიეტას, ჰიპერტონიის მაჩვენებელი იყო 8, 7%.კვლევის შედეგები ხაზს უსვამს კვების ჩვევების მნიშვნელობას ჰიპერტონიის განვითარების რისკის შესამცირებლად. ასევე აჩვენებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა ჰიპერტონიის განვითარების რისკის შემცირებას ხელს უწყობს.მედიცინის დოქტორი კვლევის მთავარ ნაკლოვანებაზე მიუთითებს:„ეს კვლევა ჩატარდა ერთგვაროვან პოპულაციაში (ბერძენი ზრდასრულები) და უცნობია, იქნება თუ არა შედეგები შესაბამისი უფრო მრავალფეროვან პოპულაციაში" – აღნიშნავს ის.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714037375

თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა? - კახა კალაძე ოპოზიციას

„როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას,  რომელიც ეხებოდა  29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს.თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს  მასზე  ნებაყოფლობით დასწრების სრული  უფლება ექნებათ.„რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ.დღეს ქვეყანას, ვიცით, რომ სჭირდება ერთად დგომა, დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ, რა მოწოდებებს. დღეს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება, შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს, რაც შეიძლება მოდით მეტი, ეს არის მოწოდება. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე  მოვიდეს? რატომ არ უნდა მოვიდეს?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714037104

2011 წლიდან აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს - კახა კალაძე არსენალის მთის პროექტზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა.კითხვაზე რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალი დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, კახა კალაძე პასუხობს, სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან პროექტის ვერ განხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და ასევე, სახელმწიფოს და ინვესტორის  ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა.„სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს. 2007-2008 წელს კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორს-მაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები - ან ადგილმონაცვლეობასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა - ჩემი პოლიტიკური განცხადებები. 2011 წლიდან მე აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, აქ ჩემი ინტერესები საერთოდ არ არის. გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან მე აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს.ვალდებულებები ორივე მხარეს იყო, როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა, გზების მიყვანა. ინვესტორსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ გაეშენებინა ახალი უბანი. თუმცა, ეს ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა და ვერ შესრულდა. ეს დაკავშირებული იყო საომარ მდგომარეობასთან, მსოფლიო კრიზისთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.