ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ტყის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საზოგადოება 1711614849

ტყის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის სექტორში არსებული სიახლეების, ტყის რესურსების გამოყენების შესაძლებლობების გაცნობისა და განხილვის მიზნით გურიის რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა  და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა გახსნეს.მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებს, რეგიონის ტყის მართვის გეგმებს, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს; ინფორმაცია მიიღეს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისა და ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ.შეხვედრები საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711614772

ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი - პაპუაშვილი

ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო თავის სიმართლეში არის მართალი და წელგამართული და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმართლეს ჩვენ აუცილებლად გავიტანთ. ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსს, რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს.„ყველა კვლევა, მათ შორის ეს ბოლო კვლევა, როდესაც არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე არის დამყარებული, აჩვენებს, რომ არა თუ არ არსებობს რაღაც სისტემური პრობლემები და გამოწვევები (რომლებზეც სამწუხაროდ საუბრობს ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოში, რაც არის დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ), პირიქით, საქართველო ლიდერია არა თუ რეგიონში და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ხანდახან ლიდერია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებაშიც. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.სწორედ ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამ, მტკიცებულებებზე დამყარებული ბევრი კვლევისა, ზოგიერთი უცხოელი აქტორი დაჟინებით საუბრობს სისტემურ პრობლემებზე არგუმენტების გარეშე, ჩვენში აჩენს კითხვებს თუ რა მოტივაციები დგას ამის უკან. თან ამ დაჟინებული განცხადებების უკან დგას [შემდეგი] - იცით რა, რეფორმა ჩაატარეთ, ოღონდ თქვენ კი არ ჩაატაროთ, თქვენ ამისი უნარი, ცოდნა არ გაქვთ, თქვენ არ ხართ სანდო ხალხი. ჩამოვალთ ჩვენ, ჩამოვიყვანთ ჩვენს ექსპერტებს (როგორც პოლონელი ექიმები ჩამოიყვანეს), დაგინიშნავთ მოსამართლეებს, ჩვენ დაგინიშნავთ ქართველ ხალხს, ვინ იყოს თქვენი მოსამართლე. მერე გვეტყვიან ალბათ ვინ უნდა იყოს პროკურორი, მერე იმასაც გვეტყვიან, ვინ იყოს ჩვენი დეპუტატი და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის უსამართლო თავდასხმები ქართულ დემოკრატიაზე შეჩერდეს.დააკვირდით ნებისმიერ განცხადებას, იქნება ეს ელჩი, „ენჯეო“ თუ ოპოზიციონერი, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი საუბრობენ სისტემურ გამოწვევებზე ქართულ მართლმსაჯულებაში, დაუსვით მარტივი კითხვა - რით დასტურდება ეს სისტემური გამოწვევები? ამ მარტივ კითხვას ვსვამ მე პირადად, როგორც დახურულ, ისე ღია შეხვედრებზე. ვერავინ მცემს პასუხს. არის დახურული მანკიერი წრე. ერთი მიუთითებს ვენეციის კომისიის რაღაც ანგარიშზე, ვენეციის კომისია მიუთითებს „ენჯეოებზე“, „ენჯეოები“ მიუთითებენ ოპოზიციაზე, ოპოზიცია მიუთითებს რაღაცაზე. ასე, დახურულ ლაბირინთებში აბნევენ ქართულ საზოგადოებას, რაც არის არასწორი ქმედება და მნიშვნელოვანია, ყველა დაუბრუნდეს მტკიცებულებებით საუბარს და არა თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary). სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.

ნიკა კვეკვესკირის დედა

საზოგადოება 1711614169

„აუხსნელი წამები იყო, რა ხდებოდა ჩემს გულში... ჩემი მეუღლე მთელი თამაში მდუმარედ იყო და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა“ - ნიკა კვეკვესკირის დედა

26 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართულ ისტორიულ მატჩზე გამარჯვების გოლის ავტორი ნიკა კვეკვესკირი გახდა.ფეხბურთელის დედა რადიო „ათინათთან“ საუბრობს და იმ ემოციებს იხსენებს, რომელიც გამარჯვების პირველ წუთებში დაეუფლა:„ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. თამაშს ვესწრებოდი და ისეთი საოცარი გარემო და ისეთი გულშემატკივრობა იყო. ბიჭებმაც ბოლომდე, 120 წუთი იბრძოლეს და შრომა დაუფასდათ.არ შემიძლია არ ვთქვა გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველი პენალტი აიღო და ამით დამატებითი სტიმული მისცა ბიჭებს.ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდენიათ, ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მთელი თამაში მდუმარედ იყო და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა. მატჩის შემდეგ ნიკა ვნახეთ და უსიტყვოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი, ასე მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება“, – უთხრა ნანა გერგაიამ რადიო „ათინათს“.

ილია დარჩიაშვილმა არგენტინელ კოლეგასთან ერთად საქართველოს გაზრდილი რეგიონალური როლი და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

პოლიტიკა 1711611089

ილია დარჩიაშვილმა არგენტინელ კოლეგასთან ერთად საქართველოს გაზრდილი რეგიონალური როლი და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არგენტინასა და საქართველოს შორის ტრადიციულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა  არგენტინასთან, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და მაღალი დონის კონტაქტების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას.მინისტრებმა მიმოიხილეს ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს გავლენა საერთაშორისო დღის წესრიგზე. შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ და საერთაშორისო როლზე, რასაც ასევე განაპირობებს საქართველოსა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით.მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობა. ამ კუთხით, ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელსაყრელ სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან, ჩინეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან, აგრეთვე, საქართველოს გაზრდილ როლს შავი ზღვის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში.მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს აქტიური ჩართულობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატებში და ხაზი გაუსვეს ამ ტრადიციის შემდგომში გაგრძელების აუცილებლობას.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა არგენტინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ფართო რეგიონისთვის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა არგენტინის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფროსი ნიკოლას პოსეს.აღსანიშნავია, რომ, შეხვედრის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ისტორიული ნიმუშების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წლის 15 სექტემბერს არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, იპოლიტო ირიგოენის მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი, ასევე ქვეყნებს შორის 1918-1921 წწ წარმოებული ოფიციალური მიმოწერის ისტორია. შეხვედრის  ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირების ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.

ცნობილია, სად და როდიდან შეგეძლებათ ბილეთების ყიდვა შეკვეთილში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტზე

ჯანდაცვა 1711611024

ცნობილია, სად და როდიდან შეგეძლებათ ბილეთების ყიდვა შეკვეთილში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტზე

Black Sea Arena და Live Nation-ი მსმენელს შეკვეთილში ზაფხულის მუსიკალურ სეზონს წარმოუდგენს. Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია.OneRepublic / 10 მაისი / Black Sea Arena2024 წლის თანავარსკვლავედის 4 ბენდი უკვე ცნობილია. Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ როკ ბენდი OneRepublic-ი გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კომპოზიციას Apologize უკავშირდება, რომელმაც ბენდს პირველი გრემის ნომინაცია და სადებიუტო ალბომის გამოცემის მოტივაცია მისცა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი Ryan Tedder, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიცაა: Beyoncé, Adele, Taylor Swift, Maroon 5, James Blunt და სხვა.თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდის მოსმენის შესაძლებლობა, ქართველ მელომანებს პირველად საქართველოში Black Sea Arena-ზე ექნებათ.Scorpions / 31 მაისი / Black Sea ArenaScorpions - გერმანული, ლეგენდარული ჰარდ-როკ ბენდი, რომელმაც Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო, შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. ყველა ასაკისა და თაობისთვის საყვარელი შემსრულებელი ათეულობით მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.Jungle / 18 აგვისტო /Black Sea Arena Front StageBrit Award-ის გამარჯვებული Jungle Black Sea Arena Front Stage-ზე წარდგება და შეკვეთილს საზაფხულო, ველური ენერგიით აავსებს. ქართულმა აუდიტორიამ ბრიტანული ბენდი ყველასთვის საყვარელი ჰიტით - Casio გაიცნო. თანამედროვე, მუდამ განვითარებადი ბენდი ყოველწლიურად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება, რისი დამსახურებითაც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებსა და საკონცერტო დარბაზებში ხშირად გვხვდება.დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა, 29 მარტიდან, ეტაპობრივად დაიწყება.პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც 29 მარტის დილის 10 საათიდან ვებგვერდებზე -BSA.ge და TKT.ge შეძლებთ OneRepublic-ია. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ.უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: "Bruno Mars", "Imagine Dragons", "The Killers", "Damian Lazarus", "All Day I Dream".