ქუთაისში გრიპის ვირუსმა იკლო, წითელას შემთხვევები კი გაიზარდა

16:03 01-18-2019
69

ქუთაისში კლინიკა "მედიქალ სითიში" ამ დროისთვის წითელას ინფექციით 10 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, საშუალო სიმძიმისაა.

იანვრის თვეში კლინიკას წითელას ინფექციით 59 მა პაციენტმა მიმართა. ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ეს ციფრი გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია.

რაც შეეხება გრიპის ვირუსს, კინიკს "მედიქალ სითიში" მომართვიანობა 2-ჯერ შემცირდა.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე