ბრიტანეთის პრინც ფილიპს ავარია შეემთხვა (ვიდეო)

12:50 01-18-2019
290


 

97 წლის პრინცი ფილიპი, ნორფოლკში, დედოფლის კუთვნილ სახლთან ახლოს ავტომობილს მართავდა, როდესაც მზემ თვალი მოსჭრა და წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა.

ავარიის დროს პრინცის ავტომობილი ამობრუნდა. იგი მანქანიდან ადგილობრივმა მამაკაცმა ამოიყვანა. ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

მსუბუქად დაშავდნენ მეორე მანქანაში მყოფი ქალბატონები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილში, რომელსაც პრინცი ფილიპი დაეჯახა, ბავშვიც იჯდა, თუმცა მცირეწლოვანი უვნებლად გადარჩა.

პოლიციამ, პროტოკოლის თანახმად, პრინცი ფილიპი ალკოჰოლზე შეამოწმა. ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე, ყოველი შემთხვევისთვის ექიმმა გასინჯა. 97 წლის პრინცი ფილიპის ჯანმრთელობას საფრე არ ემუქრება.

ავტორი: მარიამ გიგანი