10 საკვები პროდუქტი, რომელიც ნელ-ნელა გკლავთ

18:30 01-17-2019
1274

იცოდით, რომ შესაძლოა ყოველდღიურად მიირთმევთ ისეთ საკვებს ან სასმელს, რომელიც თანდათანობით გკლავთ?

ძალიან ბევრი ჩვენგანი მიირთმევს ასეთ პროდუქტებს და მათი კომბინაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარისკოა. ყურადღებით წაიკითხეთ სია და გადახედეთ საკუთარი კვების რაციონს.

ტომატის კონსერვი

ტომატის კონსერვი შენიღბული მკვლელია. იგი შაქრის ფარული წყაროა და ვერც კი წარმოიდგენთ, რომ შეიძლება სიმსუქნის, დიაბეტის, გულის დაავადებებისა თუ კბილების ცვენის მიზეზი გახდეს. გირჩევთ ტომატის პასტა, საღი პროდუქტისგან, თავად დაამზადოთ.

გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტერია. იგი უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე, ჰორმონებზე, განწყობაზე და სისხლში შაქრის დონეზე. მაშინაც კი, თუ გაზიან სასმელს აწერია, რომ ვიტამინებსა და სასარგებლო ნუტრიენტებს შეიცავს, გახსოვდეთ, რომ იგი შაქრით და საღებავებით არის სავსე. საშიშია უშაქრო გაზიანი სასმელებიც, რადგან მათში ჭარბადაა ჯანმრთელობისთვის საზიანო ხელოვნური დამატკბობელები. გირჩევთ გამაგრილებელი სასმელი, ნატურალური ხილისგან თავად დაამზადოთ.

შაქარი

ტკბილეული ძალიან ბევრს გვიყვარს, თუმცა შაქრის მიღება ყოველთვის ცუდი გადაწყეტილებაა. შაქარი ხშირად დამოკიდებულებასაც იწვევს. მისი ჭარბი მოხმარებისას, გლუკოზის დონე იმატებს და ორგანიზმში ცხიმი წარმოიქმნება. შაქარი  გულის დაავადების მიზეზიც ხდება. ტკბილეულის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, გირჩევთ მიირთვათ ხილი ან ნატურალური თაფლი.

 

ძეხვეულობა და დამარილებული/შებოლილი ხორცეული

ძეხვი, ლორი და მსგავსი ხორც-პროდუქტები სავსეა ნიტრატებით, კონსერვანტებით და ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ზრდიან კიბოს გაჩენის, გულის დაავადებების, დიაბეტის, ქცევითი დარღვევების და სმენის დაქვეითების რისკსაც კი. განსაკუთრებით საშიშია მათი მიღება ბავშვებისთვის. მოერიდეთ მსგავსი პროდუქტების შეძენას სუპერმარკეტებში.

მცენარეული ზეთი

მცენარეულ ზეთს ყველა ოჯახში, თითქმის ყოველდღიურად მოიხმარენ. თუმცა ზოგიერთი მცენარეული ზეთი გენმოდიფიცირებულია. გარდა ამისა, მცენარეული ზეთები შეიცავს ტრანს ცხიმებს, რაც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი იწვევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სიმსუქნეს, სიმსივნესა და „ალცჰეიმერის“ დაავადებას. კარგად დააკვირდით მცენარეული ზეთების აღწერას, თუ მას აწერია, რომ რაფინირებულია, გახსოვდეთ, რომ ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების ზრდას და სწრაფ სიბერეს. მის ნაცვლად, გირჩევთ გამოიყენოთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი ან ნატურალური ნაღების კარაქი.

მარგარინი

შესაძლოა მარკეტინგული ხრიკებით ბევრი შეცდომაში შეგიყვანოთ, თუმცა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მარგარინი არაჯანსაღი საკვებია. უფრო მეტიც, იგი ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი საკვებია, რაც შეიზლება რომ მიირთვათ. იგი მზენარეული ცხიმებით მზადდება და სავსეა ტრანს ცხიმებით. აზიანებს თქვენს გულს და მაღლა წევს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გირჩევთ ნატურალური კარაქი მიირთვათ. მარგარინი კი სამუდამოდ ამოიღეთ კვების რაციონიდან.

სოსისი

სოსისები, ძეხვეულობის მსგავსად, უამრავ კონსერვანტს შეიცავს და მავნეა ჯანმრთელობისთვის. ექიმები სოსისის მირთმევას ხშირად სიგარეტის მოწევასაც კი ადარებენ. სოსისები სავსეა ისეთი ტოქსინებით, რომლებიც ზრდის კიბოს გაჩენის რისკს.

კარტოფილის ჩიფსი

კარტოფილის ჩიფსები ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია, თუმცა ნებისმიერი სხვა ღრმად შემწვარი პროდუქტის მსგავსად, ისინიც  შეიცავს სახიფათო ნივთიერება -აკრილამიდს. კარტოფილის ჩიფსები ზრდის მკერდისა და პროსტატის კიბოს გაჩენის რისკებს. შეეცადეთ ჩიფსები სახლში დაამზადოთ და ღრმა წვის ნაცვლად, მოასხით ზეითუნის ზეთი და ღუმელში გამოაცხვეთ.

ხელოვნური დამატკბობლები

ხელოვნური დამაკტბობლები შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა სულაც არაა. უფრო მეტიც, შეიძლება უარესიც კი იყოს. ხელოვნური დამატკბობელი, როგორიცაა მაგალითად ასპარტამი, შესაძლოა ნაკლებ კალორიული იყოს, თუმცა მაინც ზრდის დიაბეტის, მაღალი წნევისა და გულის დაავადებების რისკს. ასპარტამს უამრავი უშაქრო საღეჭი რეზინიც შეიცავს. ეს კი მსოფლიოში ყველაზე საშიშ ნივთიერებად მიიჩნევა.

ალკოჰოლი

ალკოჰოლს არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი მაღალკალორიულია, იწვევს გაუწყლოვანებას, ღვიძლის დაზიანებას, წონაში მატებას, დეპრესიასა და კანის პრობლემებს. ალკოჰოლის სმით თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ თითქმის ყველა ორგანოს.

ავტორი: მარიამ გიგანი