"საჭიროა, ეს მძიმე ვითარება სასწრაფოდ დასრულდეს" - მიხეილ სააკაშვილი დიღომში დატრიალებულ ტრაგედიას კორუფციას უკავშირებს

14:20 01-17-2019
1221

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიღომში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას...
დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის...
ამავე დროს,ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის.მათ შორის,ყაზტრანსგაზის, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა ,არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ...
სამწუხაროდ,თუ ასე გაგრძელდა,კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ.
საჭიროა ეს მძიმე ვითარება,სასწრაფოდ დასრულდეს", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.