ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე აღარ იასპარეზებს

12:28 01-17-2019
111

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოდან თავი მოიხსნა. ტურნირის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ტოჩინოშინმა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა, თუმცა ქართველმა ფალავანმა ბაშოზე ასპარეზობის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

სამწუხაროდ ლევანი 4-დან ოთხივე ბრძოლაში დამარცხდა, მეხუთე საშეჯიბრო დღის დაწყებამდე კი კიუჯო გამოაცხადა და ტურნირში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ლევანს კადობანში ჩააყენებენ და მარტის ბაშოზე თუ დადებით ბალანსს არ დააფიქსირებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.