დიდ დიღომში, გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ დედაქალაქის მერიამ 31  დაზარალებული დააბინავა

LIVE UPDATE
97

დიდ დიღომში, გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სასტუმროებში მოთავსებულია 31 დაზარალებული ადამიანი. 

"ღამის მონაცემებით, სასტუმროებში გადაყვანილია 27 ადამიანი, ყველა ვინც გამგეობას მიმართა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და თავშესაფრით. გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ სასტუმროებში, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ მათ და ყველანაირად გვერდით დაუდგნენ. დილის მონაცემებით, უკვე 31 ადამიანია დაბინავებული. შეგახსენებთ ცხელი ხაზის ნომერს: 2374531" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი. 

მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.