ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი 1710830760

დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მიისაკუთრეს - პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

ყინვა და ქარბუქი

საზოგადოება 1710830732

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცუდი ამინდი იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 მარტს ქუთაისში +14 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.ჭიათურაშიც წვიმს. დღე +12 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გუდაურში მოთოვს, დღე +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +2, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.რუსთავში დღისით +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

პოლიტიკა 1710830571

თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და დანიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული 4-წლიანი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე.

უკანონოდ შემოტანილი ოქრო

სამართალი 1710829702

130 000 ლარზე მეტის ღირებულების ოქრო უკანონოდ შემოიტანეს - კონტრაბანდის გამო 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია ორი პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ხოლო, მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება აღემატება 130 000 ლარს.საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

დემენცია

მეცნიერება 1710829554

მეტყველების ეს მახასიათებელი, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს

ბევრი ადამიანისთვის დემენციასთან, პირველ რიგში, სიტყვების დავიწყება ასოცირდება. ახალი კვლევის ფარგლებში კი მეცნიერებმა ამ ნეიროდეგენერაციული დარღვევის ადრეული ინდიკატორი გამოავლინეს, რომელიც შესაძლოა, დემენციაზე უფრო მკაფიოდ მიანიშნებდეს.ეს შენელებული მეტყველებაა.ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა ვიდეოზარის მეშვეობით 125 ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს სურათები აჩვენეს. მათი ასაკი 18-დან 90 წლამდე მერყეობდა. ამ ინდივიდებს ნანახი ფოტოები უნდა აღეწერათ, რასაც შემდგომ ხელოვნური ინტელექტი აანალიზებდა. მისი მეშვეობით ადგენდნენ, რამდენად სწრაფად საუბრობდა თითოეული მათგანი, რამდენი ხნით ყოვნდებოდა სიტყვებს შორის და რამდენ განსხვავებულ სიტყვას იყენებდა.ექსპერიმენტის განმავლობაში მოხალისეებს ჯერ კონკრეტული ობიექტის სურათს აჩვენებდნენ. შემდეგ აუდიოს რთავდნენ, რომელშიც ან სრულიად სხვა რამის სახელი ისმოდა, ან ამ ობიექტის სახელის მსგავსი ჟღერადობის სიტყვა.ვიდეოზარისას კვლევის მონაწილეებს, ასევე, კითხვარი შეავსებინეს, რომლითაც მათი კონცენტრაციის უნარი, ე.წ. აღმასრულებელი ფუნქციები, ფიქრის სისხარტე და საქმეების დაგეგმვისა და შესრულების უნარი შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ აღმასრულებელ ფუნქციებსა და მეტყველების სისწრაფეს შორის გარკვეული კავშირია, განსაკუთრებით კი შედარებით ასაკოვან ადამიანებში."საინტერესოა, რომ, კვლევის მიხედვით, შედარებით ხნიერ ზრდასრულებში მეტყველების სისწრაფე სურათების დასახელების სიჩქარეს უკავშირდებოდა. ეს მიუთითებს, რომ უფრო ფართო კოგნიტიური და ლინგვისტური ასაკობრივი ცვლილებების საფუძველი შესაძლოა, ენობრივი დამუშავების ზოგადი შენელება იყოს და არა სიტყვების გახსენების გართულება", — აცხადებენ სპეციალისტები.მათი კოლეგები ამბობენ, რომ ამგვარი ექსპერიმენტი ღირებული მონაცემების მოპოვების საშუალებას იძლევა, მაგრამ სხვა მეთოდების ჩართვით, სავარაუდოდ, დემენციის ნიშნების გამოვლენის უფრო ძლიერ ინსტრუმენტებს მივიღებთ.