მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

00:01 01-13-2019
1402

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ახალგაზრდა გოგო დედამ დაჭრა. გოგონა დაოჯახებული იყო, თუმცა მიმოწერა უცხო მამაკაცთან ჰქონდა, რომელმაც ინტიმური სახის ფოტოები გაუვრცელა.

რის შემდეგაც გოგონას ოჯახი შეიკრიბა და ახალგაზრდა ქალი დედამ დაჭრა.

დაზარალებულს ჭრილობა სამ ადგილზე აქვს მიყენებული. ორი გულმკერდის, ხოლო ერთი კისრის არეში. ამ მომენტისთვის მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ,,პრაიმტაიმს'' შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.