ქუთაისში ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:14 01-12-2019
339

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. 

თვითმხილველების თქმით, ავტომაქანა სწრაფად მოძრაობდა.სავარაუდოდ, მძროლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩირებაძე