კანადამ 18 წლის ლტოლვილ გოგოს, რომელიც ოჯახს გაექცა, თავშესაფარი მისცა

19:43 01-12-2019
2079

18 წლის გოგოს, რომელიც საუდის არაბეთიდან გაიქცა, კანადამ თავშესაფარი მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რაჰაფ მოჰამედ კუნინის თქმით, ისლამის ურყოფის გამო, ოჯახს მისი მოკვლა შეუძლია.

სოციალური ქსელის მეშვეობით რაჰამ მოჰამედ კუნინი ყვებოდა, რომ თავის ქვეყანაში დამოუკიდებლად სწავლის და მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამასთან საუდის არაბეთის კანონის, მიხედვით ყველა ქალს ყავს მამაკაცი-მეურვე, რომლის ნებართვის გარეშეც ქალებს მუშაობის დაწყების, სწავლის ან თუნდაც საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება არ აქვთ. 

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რაჰაფ მოჰამედ კუნინი ძალიან მამაცი ''ახალი კანადელია'', რომელმაც ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და ახლა რაჰაფი  მის  ახალ სახლში მიდის.

ამასთან, როგორც მინისტრმა დასძინა კანადა ყოველთვის დაიცავს ადამიანთა და მათ შორის ქალთა უფლებებს მთელს მსოფლიოში.

რაჰაფ მოჰამედ კუნინი ბანგკოკის აეროპორტიდან უკვე გაემგზავრა. მანამდე კი, რამდენიმე დღის წინ რაჰაფი გაერომ ლტოლვილად გამოაცხადა.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე