რუანში ყვითელჟილეტიანების მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს (ვიდეო)

18:16 01-12-2019
29

საფრანგეთში, ქალაქ რუანში ამ წუთებში ყვითელჟილეტიანები მორიგ აქცია მიმდინარეობს. ახლა მათი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომაა, რადგან ხელისუფლებამ ის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში აჟღებდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მხრიდან სიჩუმე დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა.

ყვითელჟილეტიანები მომდევნო დღეების განმავლობაში უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ბენზინის ფასის გაზრდის გამო მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, რომელიც დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებებში, დარბევასა და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა. ამ აქციების დროს 4 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. 



ავტორი: სალომე ნეფარიძე