საქართველომ ტამიფლუს ახალი მარაგი მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სულ "ტამიფლუს" 13 ათასი ახალი კოლოფი მიიღეს. მედიკამენტები კი 3 მიმართულებით გადანაწილდება:
"უკვე დაწყებულია მისი განაწილება. მედიკამენტი გადანაწილდება 3 მიმართულებით.
ერთი მიმართულება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, რაიონებში.
მეორე, ეს არის აფთიაქები - აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 21:00 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12:00 საათიდან რაიონებში.
მესამე მიმართულება ეს არის საოჯახო მედიცინის ცენტრები, რომლებიც საღამოს ექვსი საათიდან დაიწყებენ მედიკამენტის გაცემას.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, პრეპარატ "ტამიფლუს", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.