,,ჩემი მიზანი ევროვიზიაზე წასვლაა''- ცნობილი მომღერლები ,,საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩნდებიან

17:15 01-12-2019
1448

პირველი არხის ეთერში მუსიკალური მეგაპროექტი ,,საქართველოს ვარსკვლავი'' დაიწყო,რომლის გამარჯვებულიც 2019 წელს, საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს. მეგაპროექტმა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში'' მუსიკალურ პროექტებს შორის ნახვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და 2 500 000-ს გადააჭარბა.​მსგავსი პროექტების არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგიც დაფიქსირდა, კონკრეტულად კი, ბოლო 7 დღის განმავლობაში ვიდეოების ნახვის რიცხვი 3 000 000 მილიონს  გაუტოლდა.

,,საქართველოს ვარსკვლავი'' იმითაც გამორჩეულია,რომ მასში უცნობ მომღერლებთან ერთად ცნობილებიც მონაწილეობენ. თითოეული ამბობს,რომ ,,ევროვიზია'' მისთვის მნიშვნელოვანი კონკურსია და იქ მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებენ.

,,პრაიმტაიმი'' ორ კონკურსანტს:დიმა კობეშავიძეს და ოთო ნემსაძეს ესაუბრა. მათ კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და საზოგადოებაც კარგად იცნობთ.

დიმა კობეშავიძე საზოგადოებამ "X ფაქ­ტო­რით" გა­იც­ნო, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი დღეს უკვე წარ­სუ­ლია, რადგან მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. 

-ჩემი მიზანი ევროვიზიაზე წასვლაა. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე ,,საქართველოს ვარსკვლავში'' მონაწილეობა. ეს პროექტი კი მაძლევს ამის შესაძლებლობას.ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

-რას უნდა ელოდოს თქვენგან მაყურებელი?

-კონკურში სამი წლის წინ ვმონაწილეობდი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს სტილში, სიმღერის მანერაში. ალბათ,საინტერესო იქნება მაყურებლისთვის როგორ განვითარდი ამ წლების განმავლობაში. ეს ჩემთვისაც საინტერესო პროცესი იქნება. თუ როგორ მიმღებს თავიდან მაყურებელი. წინა პროექტთან შედარებით განსხვავებული ვიქნები.

,,საქართველოს ვარსკვლავში'' ყველასთვის ცნობილი მომღერალი ოთო ნემსაძეც მონაწილეობს.როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა,მისი მთავარი მიზანი ევროვიზიაზე წასვლაა. 

ოთო ნემსაძე:ევროვიზიაზე მინდა წასვლა. სწორედ,ამიტომ გადავწყვიტე მონაწილება ,,საქართველოს ვარსკვლავში''. ოთო ნემსაძისგან მაყურებლი  უფრო მეტ ენერგეტიკას მიიღებს  ვიდრე ოდესმე. ჩემს გამოსვლაში კი, კიდევ უფრო მეტი ოთო ნემსაძე იქნება. 

 

ოთო ნემსაძის,დიმა კობეშავიძის და ლიზა კალანდაძის გამოსვლა შეგიძლიათ ნახოთ შაბათს, 12 იანვარს, 22:00 საათზე, პირველ არხზე.