ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

საფულე

რჩევები 1713977238

„ეს დიდი შეცდომაა“ - საფულეში ჩადებული ნივთები, რომლებიც ფინანსურ წარმატებას აფრთხობს

საფულეში ფულთან ერთად სხვა უამრავ ნივთსაც ვინახავთ, რაც თავის მხრივ გეხმარებათ ფინანსური წარმატების მოზიდვაში. ჩეკები და ქვითრებიფინანსური ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა შეინახოთ, მაგრამ არა საფულეში. ისინი ბლოკავენ ფინანსურ ნაკადს.სუვენირების ბანკნოტებიარ უნდა შეინახოთ ყალბი ფული თქვენს საფულეში, მათ შორის საჩუქრის კუპიურები. ფინანსური იღბლის მოსაზიდად უმჯობესია ატაროთ ერთდოლარიანი კუპიურა, მაგრამ არა ყალბი ფული.ფოტოებიზოგს მოსწონს ახლობელი ადამიანების ფოტოების საფულეში შენახვა, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. ფულადი ნაკადის დასაგროვებლად საფულეს მხოლოდ მისი მფლობელის ენერგია სჭირდება. სხვისი ენერგია ფოტოდან დაბლოკავს ფინანსურ ნაკადებს. ინსტრუქციები და მედიკამენტებითქვენ არ შეგიძლიათ შეინახოთ მედიკამენტები და ინსტრუქციები საფულეში. უმჯობესია შეინახოთ ისინი ჩანთაში, რადგან ამან შეიძლება უკუაგდოს ფინანსური იღბალი.დოკუმენტაციასაფულე არ არის შესაფერისი დოკუმენტების შესანახად, რადგან შეიძლება დაიჭმუჭნოს. უმჯობესია გქონდეთ ცალკე საფულე მართვის მოწმობისა და სხვა საბუთებისთვის.

ნიკოლოზ მეტრეველი

პოლიტიკა 1713976082

ნიკოლოზ მეტრეველი: ვინც პოლიციელების დამწველი ლაზარე გრიგორიადისის გამოშვებით წახალისდით, გირჩევთ ასჯერ დაფიქრდეთ, რამდენიმე თვეში საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ლაზარეს მსგავს კრიმინალებს არასდროს შეიწყალებს

 ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, პოლიციელებზე თავდასხმის და ნივთის დაზიანებისთვის მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისის მიერ საპატიმროს დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მეტრეველის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გრიგორიადისის შეწყალებამ სხვები არ უნდა წაახალისოს, ვინაიდან, რამდენიმე თვეში საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მსგავს კრიმინალებს აღარასდროს შეიწყალებს. “ვინც პოლიციელების დამწველი ლაზარე გრიგორიადისის გამოშვებით წახალისდით და აჟიტირდით, გირჩევთ ასჯერ დაფიქრდეთ სანამ რაიმეს დააპირებთ. რამდენიმე თვეში საქართველოს ეყოლება ნორმალური პრეზიდენტი, რომელიც ლაზარეს მსგავს კრიმინალებს არასდროს აღარ შეიწყალებს.” - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ბექა ჩხაიძე

პოლიტიკა 1713976010

ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ტენდერი და მუსიკაო - ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს

 ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო - ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა ჩხაიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდამსხმაში მსჯავრდადებულ ლაზარე გრიგორიადისზე, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა.მისი თქმით, იმ დროს რომ ერთი საათით შეეხედა გრიგორიადისს გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, მისი წივილი დაანგრევდა ქვეყანას. "რა ტანჯვა წამება გადაუტანია ამას, ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს. იმ დროს რომ შეეხედა ამას ერთი საათით გლდანის ციხეში, ინტერვიუს კი არა, ამის წივილი დაანგრევდა ქვეყანას. ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო" წერს ბექა ჩხაიძე Facebook-ზე.

რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი

მსოფლიო 1713975940

რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს.ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა "მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროპის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში", მაგრამ ჟურნალისტის კითხვაზე, შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების, "ტაურუსების" კიევისთვის მიწოდებაზე, შოლცმა აღნიშნა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუწოდებია იმდენი თავდაცვის სისტემა, რამდენიც გერმანიას, თუმცა მისი გადაწყვეტილება "ტაურუსთან" დაკავშირებით არ შეიცვლება."გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთად დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენი აშკარა მიზანია მხარდაჭერა, რათა უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ნატო-ს ქვეყნები, არ ვართ ომში რუსეთთან. აშშ-ის გადაწყვეტილება არ გვათავისუფლებს აქ, ევროპაში ჩვენი მხარდაჭერის შემდგომი გაფართოებისგან, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა აგრესიისგან. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ ეს, ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რათა შევქმნათ გაუმჯობესებული ჩარჩო ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. მიუხედავად ამისა, ჩემი გადაწყვეტილება არის ძალიან ნათელი "ტაურუსის" გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება ასევე ნათელია იმ მხრივ, რომ ჩვენ კვლავ ვიქნებით უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში". – განაცხადა შოლცმა.​თავის მხრივ, სუნაკმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის იმის ჩვენება, რომ ევროპა NATO-ს ერთგულია."ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ამერიკელები გადაიხდიან რაიმე საფასურს, აიღებენ რაიმე ტვირთს, თუ ჩვენ ევროპაში არ ვიქნებით მზად ამ მსხვერპლის გასაღებად და ამ ინვესტიციებისთვის და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", – განაცხადა სუნაკმა.

ბაიდენი

მსოფლიო 1713973852

ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა.„ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი. ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.